მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებება ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება.
“თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.






![„სიენენზე“ 14 სექტემბერს საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი გავა [ვიდეო]](https://www.ttimes.ge/wp-content/uploads/2019/09/6-nights-7-days-explore-georgia-39.jpg)






