• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

margvela“ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს და მეგობრებს ბოლომდე იქნება ათვისებული “ქართული მისიები და სამხედროები ძალიან აქტიურები არიან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რადგან გვჯერა, რომ პასუხისმგებლობის გაზიარება და პარტნიორობის სულისკვეთების ჩამოყალიბება არის ის, რაც უკეთეს მომავალთან მიგვიყვანს”.

“მე ვარ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა განსხვავებული პოლიტიკური კონფრონტაციები და ოკუპაცია. საქართველომ განიცადა საფრთხე და ოკუპაცია მისი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისაგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან.

ეს ის გარემოა, რომელშიც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვცხოვრობთ. ჩვენ ეს განსაცდელი გვქონდა 90-იან წლებში და შემდეგ, კვლავ, 21-ე საუკუნეში – 2008 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად. ჩვენთვის მიუღებელი იყო დიდი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული გავლენის ზონების არსებობა. ვამტკიცებდით, რომ ეს განმეორდებოდა სხვა ადგილებშიც და სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ გავხდით მსგავსი დრამატული სიტუაციის განვითარების მოწმე ჩვენს მეზობელ უკრაინაში; შედეგად, ყირიმი ოკუპირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ჩვენ კვლავ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოები საკუთარ მეზობლებს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ, მიუხედავად იმისა ისინი პატარა თუ დიდი ქვეყნებია. ვამტკიცებთ, რომ ჩვენი მეზობლებისათვის უმჯობესია თანამშრომლობის ხიდებისა და პარტნიორობის შენება, ვიდრე წინააღმდეგობისა და ოკუპირებული ტერიტორიების შექმნა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავად არის ოკუპირებული, საქართველო ასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო როლს, როდესაც საქმე ეხება გლობალურ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას. ჩვენი მისიები და სამხედროები ძალიან აქტიურები არიან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რადგან გვჯერა, რომ პასუხისმგებლობის გაზიარება და პარტნიორობის სულისკვეთების ჩამოყალიბება არის ის, რაც უკეთეს მომავალთან მიგვიყვანს. მაგრამ, არა მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა ის უდიდესი პროექტები, რომელთა განხორციელებისათვისაც ვთანამშრომლობთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის სატრანსპორტო პროექტები, რომელსაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთობლივად ვავითარებთ; ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვქმნით; ეს არის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობენ კასპიის ზღვის ქვეყნები, მაგალითად თურქმენეთი, მეტი აქტიური ჩართულობით რეგიონში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან პროექტებს ჩემს მეგობარ ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად.

გვწამს, რომ უსაფრთხოება იქმნება მეტი მეგობრისა და მეზობლის მოპოვების გზითა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენები. ასევე, თანამშრომლობის სივრცის ჩამოყალიბებითა და მთელ მსოფლიოში მეგობრობის დამყარებით. მჯერა, რომ ჩვენი ამბიციები და მსგავსი დამოკიდებულება გაიმარჯვებს. მწამს, რომ ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს მის პარტნიორებს და მეგობრებს ბოლომდე იქნება ათვისებული.

საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნას, გამოიყენოს მისი ინფრასტრუქტურა და ამით უზრუნველყოფს მათთვის სანაპიროზე წვდომას. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა – თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, პრაქტიკულად ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, ასევე ევროკავშირთან. მსგავსი პროექტები – თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, დღისწესრიგშია ჩინელ მეგობრებთან და აშშ-თან. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად ღია ვართ პარტნიორობისათვის და, როგორი პრინციპულები ვართ, როდესაც იხრებიან ჩვენი ეროვნული ინტერესებისაკენ. სწორედ ამ ფორუმის მეშვეობით, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოვიძიოთ რეგიონში. გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზეც, რომელთაც მოაქვთ ახალი შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხელს უწყობენ ჩვენი რეგიონის – კავკასიის რეგიონის მშენებლობას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ უკვე შევქმენით ამ დიდი თანამშრომლობის მაგალითი, რომლიდანაც ყოველი მონაწილე მხარე სარგებელს იღებს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ნაყოფიერი მსჯელობა გაიმართება.“- განაცხადა ბაქოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საპატრიარქო საშობაო ეპისტოლეს შესახებ განმარტებებს აკეთებს

საპატრიარქო გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტს

11 years ago
გორში 18 წლის წინ მოკლული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს 

გორში 18 წლის წინ მოკლული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს 

5 years ago
საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომავალ კვირას იქნება ცნობილი

საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომავალ კვირას იქნება ცნობილი

13 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by