• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირანის ინტერესები „აბრეშუმის გზაზე“

10 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
ირანის ინტერესები „აბრეშუმის გზაზე“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მას შემდეგ,რაც ირანს სანქციები მოეხსნა მისი,როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკა ახალ ფაზაში გადავიდა. ქვეყანას ახალი მიზნები და მოკავშირეები გაუჩნდა. ანალიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება ირანისა და ჩინეთის ურთიერთობამ მიიქცია.

12421261_1140727639291844_324678363_n

მჭიდრო კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის  2013 წლის 4 მარტს დაიწყო, როდესაც ირანის სამხედრო ფლოტმა დატოვა ირანის პორტი ბანდარ აბასი და ორმოცდღიანი მოგზაურობის შემდეგ ჩინეთში შევიდა. ამ გადაადგილებასთან დაკავშირებით კომენტარს არცერთი მხარე დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა. 2014 წლის 5 მაისს კი, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ირანულ მხარესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ირანი ქვეყნის სტრატერგიული პარტნიორია. 23 სექტემბერს საერთო წვრთნები გაიმართა. ჩინეთი რუსეთთან ერთად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო,რომელიც მხარს უჭერდა ირანისთვის სანქციების მოხსნას. სანქციები 2015 წლის 25 ივლისს მოხსნეს, ხოლო  გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის დასაწყის შევიდა. ამავე დროს, ჩინეთის სახელმწიფომ ხელი მოაწერა 46 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას პაკისტანთან. ხელშეკრულების თანახმად, თანხა მოხმარდება იმ სანტრანპოსტო ინფრასტრუქტურის შეძენა-აშენებას, რომლის მარშრუტიც ქსინჯიანგის რეგიონიან და პაკისტანის პორტამდე იქნება.

როგორც ამ მოკლე მიმოხილვამ გვიჩვენა, ირანის სანქციების მოხსნამდე, ჩინეთსა და ირანს შორის ურთიერთობები უკვე ღრმავდებოდა. ამ ურთიერთობების ახალი ფაზა სანქციების მოხსნის შემდეგი ეტაპი გახდა. ანალიტიკოსების აზრით, ცალსახაა, რომ ეს მრავალმხრივი და სასარგებლო სტრატერგია ჩინეთსა და ირანს შორის „ახალი აბრეშუმის გზის“ არსებობას უკავშირდება. ეს ორი ქვეყანა ამ პროექტის მეშვეობით საკუთარ ძალებსა და გავლენებს გაზრდის.

სამხედრო ნაწილის გაცვლამ ჩინეთსა და ირანს შორის ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაც გამოიწვია. ბეიჯინგნა და თეირანმა ერთობლივი მუშაობა დაიწყო. ამის დასტურია, ჩინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება: „უკვე 2000 წელია, რაც ამ ორ ქვეყანას საერთო ისტორიული წარსული აკავშირებს. ესაა მაგალითი, კულტურული, ეკონომიკური, ინდუსტრიული, ტექნოლოგიური სფეროებისა თუ მიღწევების გაცვლისა და გაერთიანებისა. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმას, რომ შუა აღმოსავლეთსა და აზიაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ.“

ირანის თავდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ ორივე ქვეყანა შეეცდება ექსტრემისტული თუ ტერორისტული ორგანიზაციების დამარცხებას და მათ აღკვეთას.

ჩინეთისა და ირანის ურთიერთობების ისტორიული წარსული  უკავშირდება „აბრეშუმის გზას“. ეს იყო ანტიკური დროიდან შუა საუკუნეებამდე არსებული საგზაო-სავაჭრო სისტემა, რომელიც აკავშირებდა ერთმანეთთან ჩინეთს, ირანს, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და ევროპას. ძველი აბრეშუმის გზის ისტორია იწყება ჩვ.წ. მეორე საუკუნეში, როდესაც ჩინეთის წარგზავნილი ჩჟან ციანი ეწვია ცენტრალური აზიის ქვეყნებს დიპლომატიური მისიით. ამ ისტორიულ გზებზე ვაჭრობა მიდიოდა, არა მარტო, ამა თუ იმ სახის საქონლით, არამედ ვრცელდებოდა მაშინდელი ტექნოლოგიებიც. საუბარია, აბრეშუმის, ფაიფურის, ქაღალდის, დენთის და სხვადასხვა საბრძოლო იარაღის დამზადების მეთოდები.

ცივი ომის პერიოდშიც კი, ამ ორ ქვეყანას ჰქონდა მნიშვნელოვანი დიპლომატიური, ეკონომიკური, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ურთიერთობები.

ირანის ინტერესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ახალ აბრეშუმის გზაზე“, პირველ რიგში, იმიტომ რომ იგი მისი „დაკარგული წლების“ ანაზღაურების საშუალებას მისცემს. ეს პროექტი, რომელიც ცნობილია მეორე სახელით, როგორც  „ერთი ზონა, ერთი გზა“ ირანისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და ურბანული განვითარებასთან ასოცირდება.

ირანმა იცის, რომ ჩინეთი მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი სამხედრო, თუ სავაჭრო პარტნიორია. მისთვის განსაკუთრებულია იმის ცოდნაც, რომ ჩინეთს ირანი სჭირდება.

ეს უკანასკნელი მსოფლიოში მეოთხეა ნავთობის რეზერვების რაოდენობით, ხოლო მეორეა ბუნებრივი გაზის რეზერვებით. ირანის ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობის ფასებზე. ამ რეზერვის 80% მთლიან ექსპორტზეა დამოკიდებული. ჩინეთი ირანისგან, დაახლოებით, ნავთობის 10%-ს იღებს. „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში კი ამ რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

ირანი

ირანს, როგორც ენერგო ისე საზღვაო ძალა გააჩნია. ეს შერწყმა გამომდინარეობს იქიდან, რომ ის აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე სტრატერგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ყოველდღიურად, სწორედ ამ სრუტიდან ტოვებს 17 მილიონი ბარელი ნავთობი აზიას.

სპარსეთის ყურე თელი დედამიწის ენერგო ბაზრის გულია. ყურის სანაპირო ზოლს იზიარებს ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდი არაბეთი, ბაჰრეინი, ყატარი და გაერთიანებული არაბული სამეფოები.

ირანის ინტეგრაციით „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მთლიანად შეიცვლება შუა აღმოსავლეთში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ამ პროექტით, ჩინეთი და ირანი ევროკავშირს რუსეთის გვერდით ავლით დაუკავშირდება. ირანის ხელისუფლების კონცეფციის თანახმად, რომელიც მან ჩინეთს წარუდგინა ახალი აბრეშუმის გზის პროექტთან დაკავშირებით, ევრაზიის სახელმწიფოებს თანამშრომლობის ახალ მოდელს შესთავაზებენ. ეს ითვალისწინებს ერთობლივი ძალისხმევით აბრეშუმის გზის ეკონომიკური კორიდორის ფორმირებას – თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონების შექმნით.

ჩინეთმა კონცეფციას დაუმატა ერთიანი საგზაო ქსელების მშენებლობით, სავაჭრო-ეკონომიკური ზონების შექმნით და სახალხო დიპლომატიის გააქტიურებით ახალი ურთიერთობების ფორმირება.

ფიქრობენ, რომ ამ ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ეკონომიკური კორიდორის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა სამ მილიარდს გადააჭარბებს. მასშტაბები და პოტენციალი ახალი პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი ახალი ბაზრებისა იქნება უპრეცედენტო.

 წყარო: www.redanalysis.org

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

Share1Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

“არგონავტები” – თამაში, რომელსაც შემეცნებითი ფუნქცია აქვს

“არგონავტები” – თამაში, რომელსაც შემეცნებითი ფუნქცია აქვს

4 years ago
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

თბილისის მერია მეტრომანის ბარათების ახალ დიზაინზე კონკურსს აცხადებს

8 years ago
კახა კალაძემ მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული რიყედან მიულოცა

კახა კალაძემ მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული რიყედან მიულოცა

8 years ago
„ ეძებენ და არ არის მისი კვალი“ – ოჯახი 39 წლის ლევან ახალკაციშვილს ეძებს

„ ეძებენ და არ არის მისი კვალი“ – ოჯახი 39 წლის ლევან ახალკაციშვილს ეძებს

2 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by