• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, December 16, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს ვაკეთებთ“ – ნათია ფანჯიკიძე

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
„ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს ვაკეთებთ“ – ნათია ფანჯიკიძე
32
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„სოციალური მეწარმეობა“, როგორც ტერმინი გასული საუკუნის 70-იან წლებში არამომგებიანი ორგანიზაციების მიერ დამკვიდრდა. ამ ორგანიზაციებმა დაიწყეს საკუთარი ბიზნესის ამოქმედება უსახლკარო, შშმპ და სხვა რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სოციალურ საწარმოებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმა და ზომა, დაწყებული საერთაშორისო მასშტაბების მქონე ბიზნესიდან, დამთავრებული მცირე ზომის სათემო კაფეთი, თუმცა ყველა მათგანს აქვს მკვეთრად გამოხატული მახასიათებლები, რაც განასხვავებს მათ ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისგან. დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა განსხვავებული პრაქტიკით ხორციელდება.  ერთ-ერთი ასეთი საწარმოს ხილვა თბილისშიც სამღებროს 21 ნომერში შეგვიძლია.

„არტ-კაფე კამარა“  შვეიცარული საერთაშორსო ორგაიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაარსდა. თავდაპირველად არ იყო განსაზღრული საწარმოს ტიპი. მისი დამაარსებელი, ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ თავიდან აგროკულტურული მეურნეობის შექმნას აპირებდა, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა ისეთი კაფე დააერსებინა, სადაც ბენეფიციარები იქნებოდნენ მასპინძლები და ისინი მოემსახურებოდნენ მომხარებლებს.

„თბილისი თაიმსს“ კაფეს შექმნის ისტორიასა და მიზნებზე, რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“  დამფუძნებელი და თერაპიული პროგრამის ხელმძღვანელი, ნათია ფანჯიკიძე ესაუბრა.

ნათია ფანჯიკიძეროგორია არტ-კაფე „კამარას“ შექმნის ისტორია?

– ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ დაფუძნდა 2010 წელს.

2015 წლიდან კამარა, პროექტს – სოციალური საწარმო „არტ კაფე“-ს ახორციელებს. პროექტი ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის (IOM) გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფოს სამდივნოს მიერ.

პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. ორგანიზაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს კვალიფიციური დახმარების გაწევა ნივთიერებაზე დამოკიდებული პირებისათვის დამოკიდებულების ფსიქოლოგიაში კომპლექსური ფსიქოლოგიური თერაპიის მეთოდის (არტთერაპია, იოგა, ჯგუფური თერაპია და სხვა) გამოყენებით. ჩვენი მიზანია ასევე ყოფილ წამალდამოკიდებულ პირთა დასაქმება და საზოგადოებაში რეინტეგრაცია.

ცნობიერების ამაღლება მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებზე და საკუთარი დავიწყებული ან ჯერ არ აღმოჩენილი შემოქმედებითი და სამუშაო უნარების გაღვიძება, მათი რეალურ ცხოვრებაში და სოციუმში უმტკივნეულო ინტეგრირება.

რას ნიშნავს სახელი „კამარა“ და ლოგო კაცი ჩიტით თავზე?

– ჩვენს კაფეს “ჩიტოსანთა კაფეს” ვეძახით. ეს არის ადგილი, სადაც სულ სიკეთეს და საინტერესო რამეებს გეჟღურტულებიან.

რა უპირატესობები აქვს და რით განსხვავდება „კამარა“ სხვა კაფეებისგან, რატომ უნდა აირჩიოს მომხარებელმა იგი?

– კაფე, ფაქტობრივად, ოქტომბრიდან  მუშაობს. ეს არის კაფე- სოციალური საწარმო, რომელიც აბანოთუბანში, ტურისტებისთვის მიმზიდველ რაიონში მდებარეობს. ყველა ის  ადამიანი, (განსაკუთრებით უცხოელები) ვისაც გაცნობიერებული აქვს სოციალური საწარმოს დანიშნულება და მნიშვნელობა,  სიამოვნებით გვსტუმრობს.

არტ კაფე კამარა

ჩვენს კაფეში  თბილი, უშუალო, ოჯახური გარემოა, რაც ბუნებრივია იზიდავს შემომსვლელებს. ყველა ნივთი, რაც ახლა ჩვენს კაფეშია, სკამი, მაგიდა, ჭაღი  კამარას ყოფილი პაციენტების (დღეს უკვე კაფეში დასაქმებული პერსონალი, ბენეფიციარები) ხელითაა გაკეთებული, მოხატული.

გვაქვს დროებითი პანდუსი, რადგან ეს არის ისტორიული შენობა, გავაკეთეთ, დროებითი, მოძრავიპანდუსი, ჩვენებმა მოხატეს საკუთარი ხელით. ხალიჩა“გავუფინეთ” ეტლითმოსარგებლეებს. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი და „მესიჯი“ სახელმწიფოსთვის, რომ როგორ შეიძლება არ იყოს ადაპტირებული შშმ პირებისათვის გარემო.

კიდევ ერთი იდეა, რასაც ამ კაფეში მოვიაზრებდით, იყო ის, რომ ყოფილიყო კულტურული ცენტრი, კულტურული ცენტრი ყველასთვის, არა ცნობილი სახეებისთვის და სნობური გარემო, არამედ, ყველასთვის.

ვთქვათ, ვინმე არის პოეტი და უნდა თავისი ლექსები წაიკითხოს, შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, ან მუსიკოსები, ვინც სტუდენტია, ან დაამთავრა კონსერვატორია და სურვილი აქვთ დაანახონ სხვას საკუთარი შესაძლებლობა.  კარი  ყველასთვის არის ღია. და ასე შეიკრა მცირე, მაგრამ ძალიან საინტერესო გარემო.

კამარა

კამარა მოგებაზე ორიენტირებული არაა, როგორია ფასები და თერაპიაგავლილი პაციენტების გარდა კიდევ, ვინ არიან დასაქმებული კაფეში?

– არტ-კაფეში ორწლიანი პროექტის ფარგლებში პროფესიონალ პერსონალთან ერთად, „კამარას“ 12ბენეფიციარი (ყოფილი ნივთიერებაზე დამოკიდებული პირი) დასაქმდება. პერსონალი შედგება: პროექტის მენეჯერი, მომსახურე პერსონალი (ბენეფიციარები) და ორი ახალგაზრდა პროფესიონალი მზარეული.

რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი „კამარაში“?

– ჩვენ გვაქვს ყოველკვირეული ღონისძიებები: კინოჩვენებები, პრეზენტაციები, გამოფენები, სადაც დასაქმებული თორმეტი ბენეფიციარის გარდა აქტიურად ჩაერთვებიან კამარას სხვა ბენეფიციარებიც და შეძლებენ თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას.

რამდენადაც ცნობილია, სოციალური საწარმოების პრაქტიკა საქართველოში იშვიათია, როგორ შეაფასებთ გზას, რომელიც გაიარეთ და როგორია თქვენი მოლოდინები და სამომავლო გეგმები, გეგმავთ თუ არა ფილიალის გახსნას?

– საქართველოში სოციალური საწარმოები ახლა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.  ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს ვაკეთებთ, რადგან თუ არ არის უკიდურესი ავადმყოფობა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს სასარგებლო და როდესაც ადამიანი არის სასარგებლო, ის არის ბედნიერი.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

 

 

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share13Tweet8

ახალი ამბები

“ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე
ახალი ამბები

“ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე

12/15/2025
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა
ახალი ამბები

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა

12/15/2025
ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In