• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ნარმანია სტრასბურგში გაემგზავრა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნარმანიათბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

2016 წლის კონგრესის თემაა: ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე, იმსჯელებენ – საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთში,  სომხეთსა და უკრაინაში კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ. განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის – “ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების” ფარგლებში. ისაუბრებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლსა და შესაძლებლობებზე, ამასთან, განიხილავენ სამომავლო აქტივობებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალურ კონგრესში საუბარი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის იმ ძირითად მიმართულებებზე, რაშიც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, გაკეთდება მოხსენება მონიტორინგის შედეგებზე და პოსტ-მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს კონგრესის მხრიდან საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში არსებულ მდგომარეობას, საუბარი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფისკალური პრინციპალიზაციის განვითარების ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რამაც მომავალში კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახადოს ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, დამოუკიდებლობისა და ფუნქციების ეფექტურად განხორციელების კუთხით“, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის  მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც გაიმართება თემატური განხილვა რეგიონალიზაციის პროცესების განვითარებაზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.

თბილისის მერთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მიიღებს და როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი სესიის ფარგლებში ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 21-დან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

10 years ago
თიბისიმ COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა

კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

6 years ago

თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ბინები გადასცა

10 years ago

ნათია მოგელაძემ თანმდებობა დატოვა

13 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by