ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ქართული ოცნების 2016 წლის საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი კონკრეტული გვარების დაკონკრეტება.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი პრიორიტეტია გუნდის გაძლიერება კანოშემოქმედებით სფეროში, ეკონომიკის, ფინანსების და ასევე საგარეო სფეროში.
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიაში 20/30-ის ექსპერტები მოხვდნენ.
ირაკლი კობახიძემ განცხადებები ქართული ოცნების ოფისში გააკეთა, სადაც თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ირჩევენ.












