საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს პრიიტ ტურკის შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგადასახადო რეფორმის პროცესში ესტონელი ექსპერტების დახმარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხზე. მხარეებმა გამოთქვეს სამძიმარი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით.