• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა საფრთხეებს მოიცავს – ხელგაშლილი საგადასახადო რეფორმა!

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“აი ასე მდიდრდება სახელმწიფო აპარატი და მონოპოლიური სტრუქტურები”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხომიზურაშვილი ვახტანგი“ხელგაშლილი საგადასახადო რეფორმა! საგადასახადო შეღავათები – ყველასათვის! ესეთია მთავრობის „რეფორმატორული ინიციატივა“. ანუ ესე აჟიტირებული მოგების 15%-ანი გადასახადის კომპანიებისათვის დაზოგვა. ერთი შეხედვით ეს საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია, ეკონომიკის რეალური სექტორის წარმომადგენლებისათვის. მაგრამ ნამდვილად ესეა საქმე? ამ კითხვას, რომ გავცეთ პასუხი, აღნიშნულ რეფორმას უნდა შევხედოთ განსხვავებული რაკურსით.

პირველი კითხვა, რომელიც იბადება – ეს არის დივიდენდების დაბეგვრის საკითხი. მაშინ, როდესაც გაცემული დივიდენდები (გაუნაწილებელი მოგება, რომელიც მიემართება დივიდენდების გაცემაზე) ექვემდებარება ორ-საფეხურიან დაბეგვრას (მოგების გადასახადი – 15% და დივიდენდებზე საშემოსავლო – 5%) – ხომ არ გამოიწვევს ეს საინვესტიციო პროცესის შეფერხებას? ბუნებრივია, რომ უმეტესწილად აქციონერები (თუ მეწილეები) პირველ რიგში დაინტერესებულნი არიან ზუსტად რომ სადივიდენდო შემოსავლების მიღებაში. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობის პირობებში, აქციონერებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ – აქციების კურსის ზრდის შემთხვევაში – დადებითი საკურსო სხვაობიდან გამომდინარე ე.წ. „საკურსო შემოსავლის“ მიღების შესაძლებლობა. ზუსტად ამის გამო სააქციო საზოგადოებების აქციონერთა ინტერესი ძირითადათ მდგომარეობს დივიდენდების მიღებაში, აღარაფერი რომ ვთქვათ ე.წ. „შპს“-ების დამფუძნებლებზე.

ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ! ამიტომაც, ნებისმიერი სიტუაციიდან მოვნახავთ გამოსავალს!

მაგალითად, გაუნაწილებელი მოგების ნაწილს მივმართავთ „ბიძაშვილის“ კომპანიის დასაფუძნებლად (საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით, რომელიც არ დაიბეგრება), ან „მამიდაშვილს“ დაუკვეთავთ რაიმე „ბუტაფორიული“ სამუშაოს შესრულებას (მომსახურეობის სახით), ანდა „მამიდას“ გავაკეთებინებთ სრულიად უსარგებლო მარკეტინგულ კვლევას … და ა.შ. მოკლედ მოინახება გზები, თუ როგორ მივმართოდ ეს „საგადასახადო დანაზოგი“ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ – დივიდენდების მიღების სანაცვლოდ!

სხვა კუთხით, რომ შევხედოთ – იბადება კიდევ ერთი საინტერესო კითხვა! რა არის უფრო სწორი ამ შემთხვევაში – თანასწორობა, თუ სამართლიანობა და პრიორიტეტები? მაგალითად, როგორ შეხედავდით პირობითად მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ მან გამოაცხადოს საგრანტო დაფინანსება ყველა აბიტურენტისათვის, მიუხედავათ იმისა, თუ როგორ ჩააბარეს გამოცდები და როგორია მათი სწავლის დონე? როგორ ფიქრობთ – ხომ არ მოსპობს ეს ხარისხიანი სწავლის მიმართ აბიტურიენტთა მოტივაციას? საერთოდ უნდა ითქვას, რომ საგადასახადო შეღავათების პრაქტიკა (ყველა განვითარებულ ქვეყანაში) ეფუძნება მთავრობის მიერ დადგენილ – ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის რეალური ბიზნეს-სექტორის განვითარებაზე.

ამის კარგი მაგალითია: – საინვესტიციო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ასტიმულირებს გრძელვადიან დაბანდებებს; – ფინანსური ლიზინგი, რომელიც ქმნის ახალი საწარმოო ტექნოლოგიების, ქვეყანაში შემოტანის წინაპირობებს; – ისეთი საკრედიტო საქმიანობა, რომელიც მიმართულია რეალური ბიზნესის (და მათ შორის ბიზნეს-პროექტების და Start-up – ბის) დაფინანსებაზე და ა.შ. იმისათვის, რომ შექმნათ ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების და სტიმულირების (და მოტივაციის) წინაპირობები – საგადასახადო შეღავათები უნდა „მივაბათ“ ზუსტად რომ ასეთი სახის ბიზნეს-პროცესებს. როდესაც ჩვენ მივყვებით თანასწორობის (და არა სამართლიანობის და პრიორიტეტების) პრინციპს – იკარგება მოტივაცია და ვერ ვითარდება ეკონომიკური საქმიანობის ის მიმართულებები, რომლებმაც თავის დროზე „ააშენეს“ ამერიკა და ევროპა!

ამიტომ, სანამ რაიმეს დავაკანონებთ, კარგი იქნებოდა კვალიფიციური რჩევების მოსმენაც! სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ჯერ რაიმეს ვაკეთებთ და მერე შეიძლება დავფიქრდთ… და შეიძლება არა…” – წერს საკუთარ ფეიზბუქ გვერძე საინვესტიციო ექპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა

10 years ago
ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან

ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან

10 years ago

ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

9 years ago

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში დღეს დაკრძალავენ

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by