გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ხვალ ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სატყეო პოლიტიკას საქართველოს ყველა ტყისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა და მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დასამკვიდრებლად.
დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია: ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება; ტყის მფლობელობა, მართვა და სარგებლობის უფლება; ტყეების მდგრადი მართვა; ადაპტაცია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან; ტყეების მართვა და კანონმდებლობა; განათლება და მეცნიერება; საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა.
21.07.13