• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დიდი ზღვარია ჭეშმარიტ მწერლობასა და მოგონილ პოპულარობას შორის“ – მაყვალა გონაშვილი

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართველი ერი მდიდარია ნიჭიერი ადამიანებით. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ინდივიდებს, რომლებსაც ჩვენი გაოცება შეუძლიათ საკუთარი შემოქმედებით. ჩვენ კი არც თუ, ისე ბევრი ვართ საიმისოდ, რომ ვერ გავიცნოთ და სათანადოდ ვერ დავაფასოთ მათი ნიჭი და ღვაწლი.

პოეტი მაყვალა გონაშვილი 6 წლის ასაკიდან წერს. დღეისათვის ოცზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია და ამასთანავე წლებია უძღვება მწერალთა კავშირს და  შეიძლება ითქვას, ახალი თაობის მწერლების აღმოჩენასა და დაფრთიანებაში დიდ როლს ასრულებს. იგი აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტიკაში, იყო  არაერთი გამოცემის რედაქტორი.

„თბილისი თაიმსი“ ამჯერად მწერალთა კავშირის თავჯდომარის, პოეტი ქალბატონის მაყვალა გონაშვილის პერსონით დაინტერესდა. რამდენად მარტივია იყო მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი, რა არის მისთვის სასურველი კომპლიმენტი, როგორია ის ახლობელ ადამიანებთან, რა არის მისთვის პოეზია…. ამ და სხვა საინტერესო პერსონალურ შეკითხვებზე პასუხს ინტერვიუდან შეიტყობთ.

გონაშვილიქალბატონო მაყვალა, ჩვენი საუბრის დასაწყისში მოგვიყევით  ცოტა რამ თქვენზე, როგორია თქვენი ბიოგრაფია….

– დავამთავრე თბილისის  77–ე ფიზიკა მთემატიკური სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჟურნალისტად. 17 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა ტელეწამყვანად. ვთვლი. რომ ძალიან ბედნიერი წლები იყო, რადგან  მეოცე საუკუნის   საუკეთესო თაობა  როგორებიც იყვნენ: ნოდარ დუმბაძე, რეზო ინანიშვილი, გივი ჭიჭინაძე, იყვნენ ჩემი რესპონდენტები. 1989 წელს  შევქმენით პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანება „გულამი“ სადაც ორმოცამდე მწერალი გავერთიანდით. გვქონდა ჩვენი ჟურნალი, ინგლისურენოვანი გაზეთი, რაც დიდი  იშვიათობა იყო. 2004 წლიდან ვარ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ამჟამად, მას  5 ადამიანი ვხელმძღვანელობთ.

ვარ 20 წიგნის ავტორი, მაქვს  თარგმნილი სხვადასხვა ლიტერატურა. ბოლოს ყირგიზულ პოემაზე ვიმუშავე, რომელიც „იუნესკომ“ მსოფლიო საგანძურში შეიყვანა.

ოჯახი ადამიანის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ასრულებს. მიამბეთ რამდენად ტრადიციულ ოჯახში გაიზარდეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ?

– ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. იქიდან გამოდინარე, რომ დედ–მამა მუშაობდა,  ვიზრდებოდი ბებია–ბაბუასთან სოფელ არბოშიკში. სანამ საბავშვო ბაღში წამოვედი ვიზრდებოდი პაპის ზღაპრებზე. ძალიან ბევრი სიტყვა, რომელიც ლიტერატურაში შემორჩენილი არაა პაპაჩემისგან ვიცი, მაგალითად: თავსაია (ქალი რომელიც გათხოვილი არ არის) ცხვარიცრემლა (პატარა ულამაზესი ქალი) და სხვა. ბედნიერი ვარ, რომ უკონფლიქტო ოჯახი გვქონდა. მყავს მეუღლე და ორი შვილი,  შეიძლება ითქვას, რომ მთელი ოჯახი შემოქმედნი ვართ. ჩემი უმცროს შვილი 20 წლისაა და უკვე ძალიან წარმატებული მხატვარია. ოჯახის თითოეული წევრი ქველმოქმედებითაა გატაცებული.

თქვენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრეთ, თვლით თუ არა რომ სწორედ ეს პროფესია დაგეხმარათ საკუთარი თავისა და გზის ამოცნობაში?

– მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობდი ექსპერიმენტალურ კლასში და მიყვარდა მათემატიკა. სკოლის დამამთავრებელ კლასში, მე უკვე როგორც მწერალს ისე მიცნობდნენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მე ჟურნალისტი ვიქნებოდი და არა ფილოლოგი და მეთემატიკოსი. ამ პროფესიამ ბევრი რამ მასწავლა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ  სულით ხორცამდე პოეტად დავრჩი. პირველ რიგში, მე ვარ პოეტი და შემდეგ ჟურნალისტი.

157627რა ასაკში დაინტერესდით ლიტერატურით და თუ გახსოვთ  ის პოეტი/მწერალი, რომელმაც პირველი და წარუშლელი კვალი დატოვა თქვენზე?

– 6 წლის ვიყავი სქართველოში რუსთაველის იუბილეს აღნიშნავდნენ. ქვეყანა რუსთაველით სუნთქავდა, თაყვანს სცემდა მას. სწორედ მაშინ დავწერე  პიველი ლექსი სიკვდილ–სიცოცხლეზე – „მივქრივარ იქ სადაც სკვდილი არ არის, მივქრივარ იქ სადაც სიცოცხლე ჩქეფს.“

არაერთი გამოცემის რედაქტორი იყავით საბავშვო რედაქცია (1977); გაზეთ “Hallo baby”-ს დამაარსებელი (1995), 2009 წლიდან ხართ  ჟურნალ “გრაალის” რედაქტორი, ხართ მწერალთა კავშირის თავჯდომარე როგორია მაყვალა გონაშვილი სამსახურში, თანამშრომლებთან?

– შენი საქმისადმი სიყვარულით უნდა იყო გაჟღენთილი. არასდროს არ ვარ მკაცრი. არ ვარ კონფლიქტური. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მეგობრული ურთიერთობა მქონდეს თანამშრომლებთან. გული შემტკივა, რომ მიზერული ხელფასები აქვთ, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ სახელმწიფომ ხელი აიღო მწერალთა კავშირზე.

რა არის თქვენთვის პოეზია?

– ჩემთვის პოეზია არის გადარჩენა, გზის პოვნა, ადამიანებთან საუბრის  კარგი საშუალება.

პოეზია, მწერლობა არის საშუალება იმისა, რომ გადარჩე. 

1912086_594880693926088_168185467_nრამდენი წევრია დღესდღეობით საქართველოს მწერალთა კავშირი და როგორია მათი მუშაობის პრინციპი?

– დღესდღეობით 13 თანამშრომელს და 600-ზე მეტ წევრს ითვლის მწერალთა კავშირი. ასევე გვაქვს რეგიონალური ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვინარის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითო ქალბატონი?

– ძალიან ბევრი ქალბატონი მიყვარს და ვაფასებ. გავიხსენებ საბავშო მწერალს, მაყვალა მრევლიშვილს, რომელიც სათნოებით გამოირჩეოდა. ნონა გაფრინდაშვილი ჩემთვის ერთგულების სიმბოლოა. მიყვარს ანა კალანდაძეც თავისი გულწრფელობით, არ ჰქონდა არანაირი ნიღაბი და იყო ძალიან კარგი პოეტიც.

რაც შეეხება იდეალს, ეს არის ქეთევან დედოფალი.

თუ შეგიძლიათ ახალი თაობის პოეტებზე, მწერლებზე მესაუბროთ. როგორი ურთიერთობაა მათსა და თქვენი თაობის წარმომადგენლ შემოქმედებს  შორის.  ხშირად საუბრობენ თაობათა შორის კონფლიქტებზე, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში წარმოიქმნება. ქალბატონო მაყვალა, თქვენ როგორ შეაფასებდით ახალი თაობის მწერლებს, პოეტებს, პროზაიკოსებს?

ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. 7 წელია თბილისის მერიის კულტურულ  ღონისძიებების ცენტრთან ერთად გვაქვს კარგი კონკურსი სამ ნომინაციაში – პროზა, პოეზია, თარგმანები. როინ აბუსელიძე, გიორგი კედელიძე ისინი გაიზარდნენ ჩემს თვალწინ, ჩამოყალიბდნენ ნამდვილ პოეტებად.  თუმცა არის ახალგაზრდა მწერლების გარკვეული ნაწილი, რომლებიიც თვლიან, რომ პროვოკაცია არის მწერლობა. შეიძლება  შოკში ჩააგდო საზოგადოება ბილწმეტყველური პოეზიით, თუმცა ეს დროებითია. მიმაჩნია, რომ  მსგავსი პოეზია მალევე გაქრება. პოეზია არ უნდა იყოს „ყურის მოსაჭრელი“.

ადრეც იყვნენ მსგავსი მწერლები, გავიდა დრო და მათი შემოქმედება გაქრა. დიდი ზღავრია ჭეშმარიტ მწერლობასა და მოგონილ პოპულარობას შორის.

11000920_1605327689702075_1039454782_o-1024x682

თქვენ როგორ თვლით, არის თუ არა მწერალთა კავშირი საბჭოთა მოვლენა? მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში თუ არის მსგავსი ორგანიზაციები?

– მწერალთა კავშირი არ შეუმნია საბჭოთა კავშირს. მწერალთა კავშირი  1917 წელს შეიქმნა, ეს ის პერიოდია, როდესაც აღარც ილია, აღაც აკაკი არ გვყავს. ხალხს შიში გაუჩნდა, რომ ქართული მწერლობამ დაკარგა ერის წინამძღვლის ფუნქცია. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა, რომ „კავშირთა ხანა  დადგა“, უნდა შექმნილიყო კავშირი, რომ ერს  წინ წასძღოლოდა. საკმარისია ცოტა ფეხი გადაგიბრუნდეს და  მაშინვე ყველა მზადაა ჩაგქოლოს. მწერალთა კავშირი არ არის საბჭოური გადმონაშთი. ცისფერყანწელები ეპოქამ იმსხვერპლა. რაც საბჭოთა კავშირშში შეიქმნა სწორედ ისინი იყო შედევრი. ინტელიგენციას ყოველთვის ახრჩობს პოლიტიკოსი და რევოლუციოერი. ეს ოდითგანვე ასეა. მწერალთა კავშირი არის გერმანიაში, საფრანგეთში და ჩვენ გვაქვს მათთან კავშირი.

გიყვართ თუ არა სამზარეულოში ფუსუფუსი და თავად ბრძანდებით თუ არა გურმანი?

– გურმანი ვარ. ერთადერთი ქალის საქმე, რაც მიყვარს ეს არის სამზარეულოში ფუსფუსი. მიყვარს ქართული და ევროპული კერძები.

როგორ შეიძლება მეგრელების რძალმა კარგი კერძის მომზადება არ იცოდეს.

1947577_1062950247106614_1619763106084275407_nთქვენ აღადგინეთ რაინდის წოდება, რამ განაპირობა მისი აღდგენის სურვილი და საიდან იღებს აღნიშნული ტრადიცია სათავეს? ვის ეგრგო ეს წოდება აქამდე და რა კრიტერიუმით აირჩა და მიენიჭა საგამომცემლო სახლის ”ქართული ელიტის” დამფუძნებელს, რედაქტორს ნუგზარ ჭიაბერაშვილს რაინდის წოდება...

– რაინდის წოდება დღემდე არახელოვანისთვის არ მიგგვინიჭებია.  პირველი რაიდნები იყვნენ – თამაზ ჭილაძე, ოტია იოსელიანი, ჭაბუა ამირეჯიბი და სხვა რჩეული მწერლები. აღნიშნული წოდება ენიჭება იმ ადაიმიანებს, რომლებიც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებითაც მაგალითნი არიან საზოგადოებისათვის. ნუგზარი არ არის ხელოვანი, თუმცა ის ტრადიციის გამგრძელებელი ღირსეული ქართველია, რომელიც საქართველოზე ზრუნავს.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?

– ამჟამად ვმუშაობთ ცისფერყანწელების ალბომზე, რომელიც მათი შემოქმედებითა და ფოტოებითაა  დატვირთული.  ვემზადებით რუსთაველის საიუბილეო წლის აღსანიშნავად. მომავალ წელს კი არის მწერალთა კავშირის ასი წლის თავი, უდიდესი მოვლენა. ვაპირებთ დიდი ორტომეულის გამოცემას მთელი ქართული საუკუნოვანი ისტორიით.

მარიამ ფანჩულიძე

fb-share-icon
Tweet
Share8Tweet5

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In