29-30 მარტს საქართველოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნი ფილიპ ჰამონდი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნი ფილიპ ჰამონდი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნი ფილიპ ჰამონდი სიტყვით გამოვა „სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე“, რომელიც ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მიერ არის ორგანიზებული.