
მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა ის დალოცა და გაამხნევა.
რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილის შვილი – ევა ბარბაქაძე, მე-5 სართულიდან გადმოვარდა. გოგონა იაშვილის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით მიიყვანეს.
14 წლის ევა ბარბაქაძეს, გუშინ 9-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მეორე, 4-საათიანი ოპერაციაც წარმატებით ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.





