უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 2016წლის 30 მარტს შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან ჟოლტ შემიენთან.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევასიმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამუახლოეს თვეებში მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
ჟოლტ შემიენმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბუდაპეშტის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისმიმართულებით და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა უნგრეთისპოზიცია, რომელიც ნატო-ს გაფართოებას ემხრობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადაუნგრულ მხარეს, როგორც საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წარმატებულიპარტნიორობისთვის რაც ქვეყნებს შორის სექტორულ სფეროში თანამშრომლობით გამოიხატება.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. საქართველოს საგარეოუწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო უნგრეთს ევროპულ სივრცეში ერთერთ მთავარ პარტნიორადგანიხილავს, ისევე როგორც უნგრეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი დასაყრდენია რეგიონში სვაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით.
მიხეილ ჯანელიძე ჟოლტ შემიენს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე, ევროპული დღის წესრიგითგათვალიწინებულ რეფორმებზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ინსტიტუციური და ეკონომიკური მიმართულებით.მისი განცხადებით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება და მასთან ერთად თავისუფალი სვაჭროსივრცის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მათ შორის, უნგრეთთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისგანვითარებას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ჩართულობაზე ენერგეტიკულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანიაევროპაში ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარეინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს უწყობს სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.
მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის მხარდაჭერისთვის და ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიარსებულ ვითარებაზე.












