პაატა ბურჭულაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პაატა ბურჭულაძე და „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრები სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდნენ აბაშაში და ზუგდიდში.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა ბურჭულაძემ შეკრებილ მოსახლეობას ფონდის მიზნები და გეგმები გააცნო. ბურჭულაძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.











