• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში“ – თინათინ ხიდაშელი

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხიდაშელი„საქართველოს სახელმწიფოს განაცხადია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე – საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალისმიერად მოწყვიტეს“ – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარე ფორუმის მეორე დღე ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს მოლოდინებს, ამ მიმართულებით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს დაეთმო. პანელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნეს.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი. ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით – რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს! ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ფორუმზე გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. მან ყურადღება საქართველოს მიმართ ვარშავის სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა და აღნიშნა: „ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის ის, რომ ვარშავის სამიტიდან ნატოს ქვეყნები, ნატო, როგორც ორგანიზაცია, გამოვიდეს კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და მიზანმიმართული იმ ამოცანებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. ჩვენი, როგორც პარტნიორი ქვეყნის, წევრობის გზაზე მდგომი ასპირანტი ქვეყნის, ამოცანაა, რომ სწორედ ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომელიც გაყოფს ნატოს, რომელიც ვინმეს შეუქმნის განცდას, რომ არსებობს ცალკე დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა, სწორედ ამ მთავარი გზავნილებით, ამ მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში. ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომელიც უელსის შემდეგ დარჩა. საქართველო ორი ათეული წლის განმავლობაში იყო ერთგული და ლოიალური პარტნიორი. ჩვენ ყველა საშუალებით, ყველა ფორმით და რესურსით, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, გვეჩვენებინა, რამდენად ღირებულია გყავდეს ერთგული, სანდო და საიმედო პარტნიორი კავკასიის რეგიონში. ჩვენი სამხედროების უმწიკვლო რეპუტაცია, რომელიც მათ ამ წლების განმავლობაში შექმნეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მისიით წარმოდგენილ სამხედრო ოპერაციებში, არის საუკეთესო გზავნილი და საუკეთესო საშვიც ამ ორგანიზაციების კარზე კაკუნისთვის.“

თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს ამოცანებზეც ისაუბრა. „ჩვენი ამოცანაა ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული გართულებული ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ორი ძირითადი მიმართულების – მშვიდობისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო ყოველთვის მზად არის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მობილიზაციით იდგეს ამ ორი მთავარი სიკეთის დაცვისთვის.

„მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში. გვინდა, რომ ვარშავის სამიტმა სწორედ ამ მთავარ გზავნილზე გასცეს ხელშესახები, რეალური პასუხი. ჩვენმა მოქალაქეებმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინახონ მეტი ნატო საქართველოში. საქართველო არ უნდა იყოს დანახული როგორც საფრთხე. საქართველო არის შესაძლებლობა ყველასთვის, აჩვენოს მოწინააღმდეგეს, რომ თუ ძალიან მოინდომებ, თუ რეფორმებს განახორციელებ, თუ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად იდგები მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაზე, მაშინ წარმატება აუცილებლად მოვა. იმედი მაქვს, რომ  ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა

ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა

10 years ago
„ „რუსთავი-2“-ის ეგზითპოლებს  ვერ ვენდობით, ეს არის პარტ-ტელევიზია“ – სოფო კილაძე

სოფო კილაძე: „ადამიანური ტრაგედიები არ შეიძლება ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ“

9 years ago
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

4 months ago
მოსამართლე შალვა თადუმაძე, სანქციის დაწესების გამო, ევროსასამართლოს მიმართავს

მოსამართლე შალვა თადუმაძე, სანქციის დაწესების გამო, ევროსასამართლოს მიმართავს

2 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by