წინასაარჩევნოდ “რესპუბლიკური პარტია” არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გეგმავს გაერთიანებას – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კორძაიას თქმით, პარტიაში ჯერ არაა შეთანხმებული იქნებიან, თუ – არა, რესპუბლიკელი მინისტრები საარჩევნო სიის კანდიდატები და დატოვებენ, თუ – არა, ისინი დაკავებულ თანამდებობებს.
რესპუბლიკური პარტიის მსგავსად არჩევნებამდე გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებას გამორიცხავს ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა.