• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კახიშვილი ვისკონსინის შტატის დელეგაციას შეხვდა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კახიშვილისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. ვისკონსინის პენიტენციური დეპარტამენტის  წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი,  რომელიც აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით დაიგეგმა, მიზნად  ისახავს პენიტენციური დაწესებულების მართვის (Unit Management), მსჯავრდებულთა რისკების შეფასების,  კლასიფიკაციის მეთოდოლოგიის დანერგვისა   და შემდგომი განვითარების მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარებას.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ში საქართველოს პენიტენციური სისტემის არაერთი თანამშრომელი გადამზადდა  და ამერიკულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კახიშვილის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემამ  აშშ-ს  პენიტენციური სისტემისგან  რამდენიმე კარგი პროგრამა გაიზიარა, რომლებიც  დღეს   N 16 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე  ხორციელდება.

„აშშ-ს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთან მჭიდრო სამსახურებრივი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მსჯავრდებულების რისკების მიხედვით  კლასიფიკაცია, რომელიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა, უკვე აქტიურად დაინერგა ჩვენს სისტემაში. აშშ-ს დელეგაცია  ამ მიმართულებით ჩვენს საქმიანობას გაეცნობა, რის შემდეგაც  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გასატარებელ რეფორმებს დავგეგმავთ“, _ განაცხადა  კახა კახიშვილმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად ურთულესი მემკვიდრეობისა, სამინისტროს  თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის, ასევე,  აშშ-ს და ევროპული გამოცდილების გაზიარების შედეგად,  საქართველოს პენიტენციური სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავეა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. კახა კახიშვილის თქმით,  გაწერილია პენიტენციური სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლებას, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების და პატიმართა დასაქმების საკითხებს მოიცავს.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში INL-ის მრჩევლმა  ენტონი სტრეველერმა აღნიშნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ვისკონსის შტატის პენიტენციურ დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა საერთო მიზნის მიღწევას _ საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმირებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.

„თქვენს სისტემაში პროგრესი უკვე შესამჩნევია და ჩვენი დელეგაციის ორკვირიანი  ვიზიტი რეკომენდაციებისა და გამოცდილების  გაცვლის კარგი საშუალება იქნება,“ – განაცხადა ენტონი სტრეველერმა.

ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციის  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე პენიტენციური დაწესებულებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მონახულება.  ასევე,  სამინისტროსა და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებთან, ცენტრალური აპარატის მულტიდისციპლინარულ გუნდთან, დაწესებულებების მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფებთან და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრების გამართვა.

აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2014 და 2015  წლებში  სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტები  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთშორისო ბიუროს (INL) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ჯონ კერის ოპერაცია ჩაუტარდა

ჯონ კერის ოპერაცია ჩაუტარდა

11 years ago
გორში, მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

მძიმე ავარია დმანისში – დაღუპულია 18 და 19 წლის ორი ახალგაზრდა

1 year ago
„ვაპირებთ გავხსნათ დებატი და მოვისმინოთ კრიტიკა“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

”ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია”

10 years ago
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

4 years ago

ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია
ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ კითხვების სტუმარი, პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგიაა. თათიას პირად ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად საუბრობს და ამბობს,...

მეტის ნახვაDetails
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • „ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია 09/12/2026
  • „გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან 09/09/2026
  • „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი 09/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by