ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე გაეროში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შეხვდა.
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.
განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური მიმართულებით არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის ტურისტულ სფეროშითანამშრომლობის მზარდი პოტენციალი.