• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილმა პარიზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გიორგი მარგველაშვილმა პარიზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

margvelaსაქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნეს.

გამოფენის გახსნას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ნოე ჟორდანიას შვილი ნათელა ჟორდანია და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის მთავრობის სხვა შთამომავლები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა – ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და საფრანგეთის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მხარდაჭერისთვის.

„წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელახლა აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, წელს 25 წელია მას შემდეგ,  რაც ქართული სახელმწიფო კიდევ ერთხელ გახდა  დამოუკიდებელი. ამაყი სახელმწიფო, რომელიც იყურება წინ მომავლისკენ და ეს მომავალი ერთმნიშვნელოვნად დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სწრაფვა ევროპული კულტურისადმი, სწორედაც რომ  თქვენს სამშობლოს უკავშირდება, ჩვენ ახლა ხელახლა შევძელით რომ სახელმწიფო დონეზე გაგვემყარებინა ორ სახელმწიფოს შორის კულტურული ერთობა.

ჩვენსა და საფრანგეთის სახელმწიფოს შორის უაღესად მეგობრული ურთიერთობებია პოლიტიკურ დონეზე და ამავე დროს ჩვენ ამ მეგობრობას ვამტკიცებთ ბრძოლის ველზე, ჩვენ ფრანგ თანამებრძოლებთან ერთად ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.

და მომავალიც ჩვენი სახელმწიფოებისა ამ თანამშრომლობაში და ამ ერთობლივი ღირებულებების გაძლიერებაში და გაფართოებაშია.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოფენისთვის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და მთელ ფრანგ ერს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ოკუპაციის შედეგად წამოსული მთავრობა სწორედ ფრანგმა ერმა შეიფარა, მისცა ჩვენს მთავრობას ღირსეული თავშესაფარი, მისცა ჩვენს მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგენილიყო, დიდი მადლობა თქვენ და საფრანგეთის სახელმწიფოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს  საჩუქრად დიპლომატიური არქივიდან ორი დოკუმენტი გადასცა.

„ეს დიპლომატიური არქივი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და თქვენი ვიზიტისთვის საგანგებოდ გამოვფინეთ ამ დარბაზში. ეს არის სიმბოლო  ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და იმ საერთო ღირებულებებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას,  ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგული რჩება 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს გვერდით რჩება.

საფრანგეთი აგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა არლემ დეზირმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by