• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეროს რამაზოტი: „ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს – პრინცის ხსოვნას”

10 years ago
in კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ramazoti23 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ცნობილი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი.

ეროს რამაზოტი: „ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს – პრინცის ხსოვნას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკის სფეროს განვითარებაში და ძალიან გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარდაიცვალა. ჩემთვის დიდი პატივია, პროექტ „Check in Georgia“ -ს გახსნა, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ქვეყანას განვითარების და ცნობადობის ამაღლების სურვილი აქვს. იმედი მაქვს, დადებით წვლილს შევიტან ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები მაყურებლისთვის. მართალია, იტალიურად ვმღერი და შეიძლება ბევრისთვის არ იყოს გასაგები ეს ენა, მაგრამ იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ”.

მიხეილ გიორგაძე: „ჩამოვიდა მუსიკოსი, რომლის კონცერტითაც იხსნება პროექტი „Check in Georgia”. ამ დონის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შოუ ჯერ არ ყოფილა საქართველოში. გარდა მუსიკალური მხარისა, სანახაობრივი კუთხითაც გამორჩეული საღამო ელოდება მაყურებელს.

ანტონიო ბარტოლი: „აქ წარმოდგენილი ვარ, როგორიც რამაზოტის გულშემატკივარი და როგორც – ელჩი. ეროსის აქვს სიმღერები, რომლებიც ჩენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან არის დაკავშირებული. როგორც ელჩს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგად ქვეყანას სპორტსმენები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანი ადამიანები წარმოაჩენენ. ეროსის ცხოვრების ისტორია ძალიან საინტერესოა, პერიფერიაში დაიბადა, გახდა მსოფლიო ვარსკვლავი და მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული“.

24 აპრილს, სპორტის სასახლეში მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით „The Perfetto World Tour“ წარდგება.

კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Perfetto” – აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით,  მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“…

კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ეროს რამაზოტის შოუს ხელმძღვანელობს ლუკა ტომასინი, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია მსოფლიოს უსმხვილეს საპროდიუსერო კომპანიებთან, ასევე ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორც არის მადონა. ტურის პროდიუსერია მაურიციო სალვადორი „Trident Music“, მხარდამჭერები: „Trentino“ ,“Radio Italia”; ოფიციალური გადამზიდი – „Meridiana“. კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში;

ეროს რამაზოტი: „არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში.“

ეროს რამაზოტი ჯგუფის წევრებთან ერთად არაჩვეულებრივად ახერხებს კლასიკური რეპერტუარის შერწყმას თანამედროვე მუსიკასთან. მისი ბენდი დაკომპლექტებულია ნიჭიერი მუსიკოსებით მთელი მსოფლიოდან; მათ შორის არიან: ლუკა სკარპა (პიანინო), ჯოვანი ბოსკარიოლი (კლავიში), ჯორჯო სეკო (გიტარა), თომას პრიჯენი (დასარტყამი ინსტრუმენტი), პაოლო კოსტა (ბასი), ჯო ლედერი (საქსოფონი), კრისტიან პესკოტა (პრესკუსია), მონიკა ჰილი და რობერტა მონტანარი (ბექ-ვოკალისტები) და ლეგენდარული გიტარისტი ფილ პალმერი, რომელიც სხვადასხვა დროს ბობ დილანთან, ფრენკ ზაპასთან და რობი უილიამსთან თანამშრომლობდა.

ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება. პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი.

საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

საკმევლის დანიშნულება

საკმევლის დანიშნულება

9 years ago

უნივერსიტეტის რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 years ago
“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტებს განახორციელებს”

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტებს განახორციელებს”

11 years ago
“ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი. დედაჩემი მისი დაღუპვიდან მეოთხე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა” – რას ჰყვება 9 აპრილს მოკლული 25 წლის ფეხმძიმე ქალის ძმა?

“ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი. დედაჩემი მისი დაღუპვიდან მეოთხე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა” – რას ჰყვება 9 აპრილს მოკლული 25 წლის ფეხმძიმე ქალის ძმა?

2 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by