„გიორგი ვაშაძის წარსული და მომავალი ჩემი ინტერესის საგანი არ არის. არც მისი ყოფილი და მომავალი პოლიტიკური ორგანიზაციები მაინტერესებს,“ – ამის შესახებ ისაუბრა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“.
„მთავარია რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები. მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს იმედგაცრუება. მე არ მაქვს ილუზია და ვიცი, რომ უმრავლესობა არ არის „თავისუფალი დემოკრატების“ ამომრჩეველი. თუმცა ამომრჩევლის დიდი ნაწილი არის ჩამოუყალიბებელი. მოქალაქეები არ ენდობიან „ქართულ ოცნებას“ და არ უნდათ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის შესაძლოა იყოს გამორჩენის საშუალება. შესაბამისად სურთ ამ საკითხზე მსჯელობა, პრობლემის გაღვივება. მთავარი ოპოზიციური ძალის მანტიის მორგება არ არის ჩვენი ამოცანა.ამ პოლიტიკურ ძალას 2012 წელს მოსახლეობამ გამოუტანა განაჩენი.
„რებრენდინგი“ უკვე მათი შიდა სამზარეულოა. რაც უფრო მეტი ახალი და სუფთა წარსულის მქონე ადამიანი მოვა პოლიტიკაში, უმჯობესია,“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე











