• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მომავალში მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატოს წევრობით”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaმომავალში მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატოს წევრობით, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში შეკრებილ ანალიტიკოსებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხედავს მომავალს, რომელშიც საქართველო შეძლებს რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით.

„ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოება, ძლიერ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს. ვინმეს, ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია „ლესტერ სითი“. მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბოლო პერიოდის მიღწევებზე საუბრისას აღნიშნა, რომსაქართველო, რომელიც დანგრეული იყო სამოქალაქო ომისაგან და ნადგურდებოდა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აკავშირებს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რომელმაც მიაღწია შესამჩნევ პროგრესს რეგიონში დემოკრატიის ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტის დამკვიდრების, ეკონომიკური ზრდის დინამიკით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რეგიონში თითქმის ყველა ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემის მიუხედავად, საქართველომ ძალიან სტაბილური გაცვლითი კურსი შეინარჩუნა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელს იყო ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილეობის გარდა, დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტის მიზანია ბრიტანელ ინვესტორთა ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.

„უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოუდგენელია ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ჩემს მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას. ჩვენი რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებასა და ჯანდაცვას, ასევე საპენსიო რეფორმას. ყოველივე ეს ცხადყოფს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას, მოამზადოს თანამედროვე, განათლებული და ჯანმრთელი კადრები, რომლებიც მზად არიან გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის. ისტორიულად, საქართველო ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ბოლო პერიოდში საქართველო იქცა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნად. საქართველოზე გადის მილსადენები, რომლებითაც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობი და გაზი მიეწოდება თურქეთსა და ევროპას, ასევე ახალი გზატკეცილები და რკინიგზის ქსელები, რის წყალობითაც საქართველო იქცა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩათვლით, აძლიერებს საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე განლაგებული ცენტრის, როლს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა „ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის გაფართოების პროექტი, რომლის ღირებულება ეს 45 მილიარდია.

„აქედან, 2 მილიარდი ინვესტირებული იქნება საქართველოში. ჩვენ გვაკავშირებს ბრწყინვალე თანამშრომლობა და ამ პროექტის წყალობით, 2015 წელს დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ევროპის ქვეყნებთან. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რეგიონის მნიშვნელობის ზრდის, ევროპისთვის ენერგომატარებლების დივერსიფიცირების მიმართულებით და რეგიონში უსაფრთხოების ზრდის კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქმნის ქართული კომპანიებისა და ინვესტორებისთვის, რამდენადაც თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს, ვინც აწარმოებს საქართველოში, განახორციელოს პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი.

„ეს არა მხოლოდ ხსნის სატარიფო ბარიერებს ქართული კომპანიებისთვის, არამედ ინსტიტუციურ ბარიერებს, რამდენადაც, შეთანხმების ნაწილია ქართული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების ტრანსფორმაცია და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. კონკურენციის სააგენტოს, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტებს, ფიტოსანიტარიულ ინსტიტუტებს და სურსათის უსაფრთხოების ინსტიტუტებს ვაახლოებთ ევროპულ სტანდარტებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და სერვისების სტანდარტები შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების კუთხით მიაღწია.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს

ამირან გამყრელიძე: ვირუსების პიკი იანვარ-თებერვალშია ნავარაუდევი

9 years ago
“ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ განასხვაოთ ტესტის გარეშე” – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

“ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ განასხვაოთ ტესტის გარეშე” – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

5 years ago
მიხეილ ქავთარაძე: ,,საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს”

მიხეილ ქავთარაძე: ,,საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს”

13 years ago
მამუკა არეშიძე: შესაძლოა სავარაუდო ტერორისტები 28 ნოემბრის აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადებოდნენ

მამუკა არეშიძე: შესაძლოა სავარაუდო ტერორისტები 28 ნოემბრის აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადებოდნენ

9 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by