• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მანუელ ვალსი – “ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

13198559_1207688752597198_3834612439521172519_o„დიდი მადლობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილეობისთვის. ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება“, – ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსიმ მალიში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს მალიში ვიზიტის დროს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს თავდაცვის უწყების მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვისას უამბო.

ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს მინისტრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაუკავშირდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობისა და მისიების მიმდინარეობის შესახებ მათგან პირადად მიიღეს ინფორმაცია. საუბრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ ქართველ სამხედროებს მისიების წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„ჩვენ მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე ვდგავართ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მათ შორის ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში ვართ. ეს მზადყოფნა მრავალჯერ გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველგან, სადაც საჭიროა ჩვენი ექსპერტული დახმარება, ჩვენი ოფიცრების გამოცდილების გაზიარება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვმონაწილეობდეთ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამებში, საკონსულტაციო მისიებში, მზად ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეს წვლილი გავიღოთ ამ საქმეში. ამის ძალიან კარგი მაგალითია ორივე შემთხვევა, სადაც ჩვენ სულ ერთი წლის წინ სამხედრო ძალით ვიყავით წარმოდგენილი და ჩვენი სამხედროები ფრანგებთან, იტალიელებთან და სხვა ჩვენს პარტნიროებთან ერთად იარაღით ხელში იცავდნენ მშვიდობას. დღეს კი, უკვე მხარდამჭერ მისიაში ვართ და ვეხმარებით როგორც ცენტრალური აფრიკის, ასევე მალის რესპუბლიკებს შეიარაღებული ძალების გაწვრთნაში, რეფორმირებაში, უკეთესი მზადყოფნის უზრუნველყოფაში. ეს არის რეალური პარტნიორობა. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საქართველოში ასეთი ტიპის წვრთნები, სადაც ჩვენ გვეხმარებიან და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დახმარება უკან დავაბრუნოთ იქ, სადაც ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მისიებში მონაწილეობით ვზრდით ჩვენს თავსებადობას ევროკავშირის შეიარაღებულ ძალებთან და ვმონაწილეობთ უსაფრთხოების მისიებში საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის ჩვენი წვლილი გლობალური მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით და ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ამ პოზიციის გამყარებისთვის, ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, მათი ჩვენს პარტნიორებთან თავსებადობისთვის“, -განაცხადა ჯანელიძემ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედროა ჩართული, რომლებიც სწრაფი რეაგირების ჯგუფს შეადგენენ. მათი მთავარი ამოცანა მაღალი რანგის სამხედროების ესკორტირება და დაცვაა. სამხედრო-მრჩეველთა მისიის მიზანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორისა და შეიარაღებული ჯარების რეფორმირების პროცესში.

ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს. მისი ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია. საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ასევე პასუხისმგებელია, განახორციელოს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა, მალიში ადგილზე მოქმედ აქტორებთან თანამშრომლობით შეიმუშავოს ზოგადი შეფასება და იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მისიის წარმატებით დასრულებაზე. საწვრთნელი მისიის მიზანი კი, ქვეყანაში კონსტიტუციური და დემოკრატიული წყობის აღდგენაა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ვინ ჩავიდა საქართველოდან პუტინის ახალგაზრდულ ფორუმზე სოჭში? – სია

ვინ ჩავიდა საქართველოდან პუტინის ახალგაზრდულ ფორუმზე სოჭში? – სია

3 years ago
ირაკლი სესიაშვილი: “ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა”

„აჰმედ ჩატაევი იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი“ – ირაკლი სესიაშვილი

10 years ago

ქართველოლოგიის სკოლა „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა

11 years ago

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by