ფრანგული პოლიციამ, კანნში კიდევ ერთი ძარცვის გამოძიება დაიწყო.
„Leviev“ – ს ბრენდის ექსკლუზიური საიუველირო ნაკეთობების გამოფენაზე, რომელიც კანში სასტუმრო „კარლტონიში“ (Carlton) იმართებოდა, 40 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.
შეიარაღებული მძარცველი, პირდაპირ შეიჭრა სასტუმროში, აიღო პორტფელი სადაც მოთავსებული იყო ძვირფასეულობა და მიიმალა.
ეს ბოლო სამი თვის მანძილზე კანში ძვირადღირებული სამკაულების ქურდობის მესამე შემთხვევაა, მაისის თვეში კანის კინო ფესტივალის მსვლელობის დროს, ბოროტმომქმედებმა სასტუმრო „Novotel“-ს საცავიდან „Chopard“-ის ფირმის მილიონ ოთხასი ათასი ევროს ღირებულების ნაკეთობები მოიპარეს.
რამდენიმე დღეში კი 2 მილიონ ექვსასი ათასი ევროს ღირებულების შვეიცარული საიუველირო ფირმის „de Grisogono“-ს საკუთრებაში არსებული ბრილიანტის ყელსაბამიც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.
29.07.13





