• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

iusticia23 მაისს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი უძღვებოდა. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია; აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა შეაფასეს 2015 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, განიხილეს და დაამტკიცეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ წინა და მიმდინარე წელს ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა. საბჭოს ფარგლებში ინიცირებულ იქნა და განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის:

  • სასამართლოს რეფორმა;
  • პროკურატურის რეფორმა;
  • პოლიციის ინსტიტუციური რეფორმა − გაიმიჯნა საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციები და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
  • პროფესიონალთა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით რეფორმაში ჩართულ უწყებებში;
  • სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა;
  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები (მოწმის დაკითხვის წესი; წინასასამართლო პატიმრობის გადახედვის წესი; მიმდინარეობს მუშაობა ირიბ მტკიცებულებებზე − განაგონი სისხლის სამართლის პროცესში);
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა;
  • მომზადდა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საკანონმდებლო პაკეტი;
  • იარაღის უკანონო ბრუნვის გამკაცრებასთან დაკავშირებით მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი;
  • პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოებისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის, ისევე, როგორც განმეორებითი დანაშაულის რისკის შემცირების, მიზნით განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია − დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიებად;
  • მომზადდა კონცეფცია თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებასა და შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებით;
  • 2016 წლიდან დაინერგა ალტერნატიული სანქციის ახალი ფორმა „შინაპატიმრობა“ არასრულწლოვან დამნაშავეთათვის, რომელიც შემდგომში გავრცელდება მსჯავრდებულთა სხვა ჯგუფებზეც. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს/გააკონტროლებს;
  • მომზადდა მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულების კონცეფცია და დიზაინი.

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა;
  • სასამართლო რეფორმა;
  • სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა;
  • პრობაციის სისტემის რეფორმა;
  • პოლიციის რეფორმა;
  • პროკურატურის რეფორმა;
  • იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა;
  • სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია;
  • იურიდიული განათლების რეფორმა;
  • სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“,  კავშირი „21-ე საუკუნე“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სახალხო დამცველის აპარატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში). საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით ჩატარდა.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

თუ 9 თვის განმავლობაში პირი “ბუსტერს” არ გაიკეთებს, კოვიდ სერტიფიკატს ვადა გაუვა – ევროკავშირის ახალი რეგულაცია

თუ 9 თვის განმავლობაში პირი “ბუსტერს” არ გაიკეთებს, კოვიდ სერტიფიკატს ვადა გაუვა – ევროკავშირის ახალი რეგულაცია

5 years ago
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 170 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 170 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

12 years ago
“ველოდები, რომ ტრამპი შეძლებს, ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი – მისტერ ტრამპ, აბა, თქვენ იცით, გამარჯვებები!” – ზარქუა

“ველოდები, რომ ტრამპი შეძლებს, ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი – მისტერ ტრამპ, აბა, თქვენ იცით, გამარჯვებები!” – ზარქუა

2 years ago

ქრთამის აღების ფაქტზე შულავერის რწმუნებული დააკავეს

13 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by