გვიან ღამით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო კორცხელის საარჩევნო უბანთან ჩხუბში მონაწილე სამმა სპორტსმენმა. მათი გამოკითხვა უწყებაში თითქმის 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მანამდე სამინისტრო სამმა სპორტსმენმა დატოვა, რომელთა გამოკითხვაც დახლოებით სამ საათს მიმდინარეობდა. ისინი უწყებაში, როგორ შესვლამდე განაცხადეს, საკუთარი ნებით მივიდნენ. სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ კი, არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია კომენტარი.
ჟურნალისტებთან მხოლოდ სპორტსმენების ადვოკატმა ისაუბრა. ზურაბ ბელთაძის თქმით, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც ბელთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორცხელის ინციდენტის შედეგად დაზარალებულია ერთ-ერთი სპორტსმენი, რის შესახებაც შსს-ს ინფორმაცია უკვე მიეწოდა. საქმეზე გამოძიება 122-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატი არ გამორიცავს, რომ საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს. შსს-ში საპორტსმენების გამოკითხვა ხუთი საათი გრძელდებოდა.
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საღამოს ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ. მათი თქმით, მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ. მანამდე კი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.