• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკაჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ფორუმის მონაწილეებს, რომელიც მეორედ იმართება.

მთავრობის მეთაურმა ამ პროცესში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რომელთა მთავრობის მიერ დამტკიცებამ, ცხოვრება დიასპორის წარმომადგენლებისთვის გარკვეულწილად გაამარტივა.

პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს ასევე მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი და აღნიშნა, რომ მთავარი გაკვეთილი, რაც საქართველომ ამ წლების მანძილზე გავლილი ურთულესი გზიდან მიიღო, ერთიანობის აუცილებლობაა.

„ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისთვის. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რათა საქართველო წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ღირსეული, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და დინამიურად განვითარებადი ქვეყანა. ჩვენ კიდევ არაერთი ასეთი ინიციატივა გვექნება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის – სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, რომლებიც ძალიან მცირედი საწყისი კაპიტალით და სახელმწიფოს დახმარებით საქართველოში ბიზნესინიციატივის განხორციელების საშუალებას იძლევა.

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა აქვს იმ ინიციატივების მიმართ, რომლებსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლები იჩენენ.

„ეს და კიდევ არაერთი სხვა ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება, ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არსებობს, მაქსიმალურად გამოიყენონ, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც დღეს ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში გააჩნიათ, შეცვალონ უკეთესობისკენ. ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პლატფორმა ყველა თქვენთაგანის ჩართულობისთვის. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, ზოგიერთმა, შესაძლოა, ეს ახლო მომავლისთვის გადადოს, ზოგიერთმა, შესაძლოა, განაგრძოს უცხოეთში მოღვაწეობა. ჩვენ ყველა თქვენგანისთვის უნდა ვიყოთ გახსნილები, ჩვენ ყველა თქვენგანის ჩართულობა გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება, რომელ ქვეყანაშია ჩვენი თანამემამულე, ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში ჩაერთოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ემოციური შეხვედრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანის თვალებში იმედის ნაპერწკალი დაინახა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, ეს იმედები არ გაამართლოს.

„ ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ შევქმნათ წინაპირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურის კერების შექმნა და შენარჩუნება უცხოეთში. ამ მიმართულებით ჩვენი ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და მე არაერთი ასეთი წარმატებული მაგალითის მოწმე გავხდი, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ასეთ კერებზე ნარჩუნდება, ვითარდება ქართული კულტურა და ეს არის საშუალება ქართველი ოჯახების გაერთიანებისთვის უცხოეთში. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დიასპორის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და მინდა, მთელი მთავრობის სახელით გამოვთქვა მზადყოფნა, რომ გაგიხსნათ შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში, გავხსნათ ჩვენი გულები იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ”, – მიმართა პრემიერმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძემ პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა საპატიო მედლით – „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“.
დიასპორის ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ამგვარ სიტუაციაში სასწავლო პროცესი საფრთხილოა – თამარ გაბუნია

ამგვარ სიტუაციაში სასწავლო პროცესი საფრთხილოა – თამარ გაბუნია

5 years ago

“ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი”

10 years ago
7 ნივთი, რომელიც ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ სახლიდან

5 ყველაზე უცნაური საშობაო ტრადიცია

11 years ago
ევროკავშირი ვენესუელაში რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს

ევროკავშირი ვენესუელაში რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by