• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: აფრიკა – სადაც ოქრო ძალიან ბევრია, ადამიანები კი შიმშილით იხოცებიან: ვის ხელშია აფრიკის ბუნებრივი რესურსები?!

10 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
CNN: აფრიკა – სადაც ოქრო ძალიან ბევრია, ადამიანები კი შიმშილით იხოცებიან: ვის ხელშია აფრიკის ბუნებრივი რესურსები?!
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ფოტოზე ოქროს მაღაროში მომუშავე ადამიანებს ვხედავთ. ეს მაღარო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს. ქვეყანა სხვა ბუნებრივ რესურსებსაც ფლობს. მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარს შეადგენს, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობა მაინც უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება.

13329734_1199305436767397_1235443616_n

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ სტატიას წიგნიდან „მძარცველი მანქანა“, რომელიც ჟურნალისტმა ტომ ბრიუგმა საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით დაწერა. წიგნში საუბარია საკითხზე, რომლის მიჩქმალვასაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აქტიურად ცდილობენ.

რატომ არის მდიდარი რესურსები მქონე აფრიკა დღეს მსოფლიოში ყველაზე ღარიბი კონტინენტი?

კატანგის პროვინცია, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს, მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ისეთი მინერალებით, როგორიცაა ბრილიანტი და ოქრო.

კატანგაში სამრეწველო ბუმი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ლაურენტ კაბილამ და მისმა შვილმა ჯოზეფმა საერთაშორისო სამთო სამრწეველო კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმეს. მათი უმრავლესობის შესახებ ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებულია.

ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ორმხრივ სარგებელზე იყო გათვლილი. ის სიმდიდრე, რაც ამ შეთანხმებას მოჰყვა, კონგოს ელიტამ გადაინაწილა, მოსახლეობას კი თითქმის არაფერი დარჩა. აშშ-ს კვლევითი ფონდის ცნობით, 1999 წლიდან 2002 წლამდე, კონგოში კაბილას რეჟიმის დროს, სახელმწიფოს წესით, 5 მილიარდი დოლარის აქტივები უნდა მიიღო. თუმცა მილიარდობით დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არ ირიცხებოდა და თვითნებურად იხარჯებოდა.

ამ ფაქტზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოთქვეს კონგოელებმა. თუმცა პროტესტი მაქსიმალურად ძალადობრივი მეთოდებით იქნა ჩახშული. ამ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოებას ხმა არ ამოუღია. ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ქვეყნების წამყვან ბიზნეს კორპორაციებსა და კაბალას შორის დადებული შეთანხმების ჩაშლის საშიშროება იყო.

2004 წელს ტრაგედია დატრიალდა. პატარა ადგილობრივმა დაჯგუფებამ ავსტრალური სამთო სამრეწველო კომპანიის Anvil-ის  ტერიტორია დაიკავა სოფელ კილვაში. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი მუშებისთვის შესაფერისი ანაზღაურებისა და პირობების მიცემა გახლდათ.

კონგოს ხელისუფლებამ ამ ფაქტზე რეაგირებისთვის არმია გამოიყენა. გამიზნული შეტაკების შედეგად 100 პროტესტანტი დაიღუპა, სხვა დანარჩენები დაიჭირეს.

13277944_1199305440100730_1238048762_n

თანამედროვე კოლონიალიზმი?!

ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და  სიმდიდრის მითვისება, ძალადობა და ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანაში უკიდურესად მაღალი სიღარიბის მაჩვენებელი – ამ ყველაფრის კომბინაცია ნამდვილად გვაძლევს 21-ე საუკუნის კოლონიალიზმს. ტომ ბიურგის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასეთი სიტუაციაა, ეს არამხოლოდ კონგოს, არამედ მთელი აფრიკის რეალობაა.

წიგნის ახალ გამოცემაში ვკითხულობთ: „პარადოქსია მაგრამ, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი კონტინენტი, უდავოდ, ყველაზე მდიდარიცაა“. ტომ ბიურგსმა ლაგოსსა და იოჰანესბუგში უამრავი მასალა მოიპოვა აფრიკის ბუნებრივი რესურსების შესახებ. კოლონიზაციის პერიოდში მათი უმეტესობა აფრიკას ჩამოართვეს, თუმცა „აფრიკის წლების“ შემდეგ, ამ რესურსის დაგროვება, კონფისკაცია და ამოღება მოხდა. სამწუხაროა, რომ კორუფციის დონემ „საცავების კარი“ მაინც გაარღვია, კოლონიზატორი სახელმწიფოების გარეშე დარჩენილმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომელთაც წესით, ეს მარაგი დროთაგანმავლობაში უნდა გამოეყენებინა –  ხელცარიელი დარჩა. მოსახლეობა უკიდურესად გაღარიბდა.

„როდესაც უცხო ძალა გადის და ხდები დამოუკიდებელი, ეს არ ნიშნავს სრულ დამოუკიდებლობას-ამბობს ავტორი-პირიქით, შეიძლება უფრო დიდი უღელი დაგადგეს, უცხო ძალას ცვლის ადგილობრივი ელიტა და მათ შორის დიდი განსხვავება არცაა. მაგალითად, სადღაც ნიგერიაში „ექსტრაქტორი ელიტა“ არა მხოლოდ სამთო რესურსს, ნავთობსაც ჰყიდის, ჰყიდის ყველაფერს,რაც მოიპოვება ქვეყანაში.

არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება კოლონიზაცია დასრულდა და ქვეყნებს აქვთ ისეთი სახელი, როგორიც არის კონგოს „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკა, მაგრამ რეალურად კოლონიზატორი ქვეყნები ჩანაცვლებულია, ამ ქვეყნებიდან წამოსული სამთო სამრეწველო კომპანიებით. მათი მხრიდან მიყენებული ზარალი უფრო დიდია. ესაა ძალიან სწორი და პატარა გზა კოლონიური ექსპლუატაციიდან თანამედროვე ექსპლუატაციამდე.“

ბიურგს მაგალითად მოჰყავს ანგოლა. ქვეყანა თავისი მშპ-ს ნახევარს სწორედ ნავთობის მეშვეობით გამოიმუშავებს. რეალურად, შემოსავლის ნახევარიც კი არ ირიცხება ბიუჯეტში. 2011 წლის IMF-ს აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2007 წლიდან 2010 წლამდე შავი ოქროს მრეწველობიდან შემოსული 32 მილიარდი აშშ დოლარი გაქრა.

13348683_1199305433434064_404079935_n

საიდუმლო შეთანხმებები:

პანამის დოკუმენტების საქმე საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ამ დოკუმენტების გასაჯაროების შედეგად ბევრი ეჭვი აფრიკული სახელმწიფოების მმართველ ელიტებსა და კომპანიებს შორის საიდუმლო ხელშეკრულებების შესახებ დადასტურდა.

საქმე იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას 11 მილიონზე მეტ საბუთს ეხება. საბუთებში ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და გავლენიანი ადამიანები გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და ფულის გასათეთრებლად ე.წ „ოფშერულ“ ზონებს.

ავტორი წერს,რომ ებრაელი ბიზნესმენი დეინ გერტლერი ამ დოკუმენტის სიის სათავეებშია. მას მეგობრული ურთიერთობა აქვს კონგოს პრეზიდენტ ჯოსეფ კაბილასთან. რისთვისაც „დაჯილდოვდა“ კონგოს ბრილიანტებზე მონოპოლიით და ძალიან მალე მილიარდელი გახდა.

თანამედროვე გლობალურმა ერამ ფართოდ გაუღო აფრიკის კარი „მისტიური“ და გაურკვეველი წარმოშობის  მოვაჭრეების ახალ თაობას.

ჟურნალისტმა წლები მოანდომა, რომ ჩინელი ბიზნესმენის სამ პას კვალზე გასულიყო. ამ ბიზნესმენმა მრავალჯერადი ალიანსებით მოახერხა, რომ აფრიკის კონტინენტიდან ანგოლის ნავთობით დაწყებული ზიმბაბვის ბრილიანტებით დამთავრებული მიეღო. ბიურგსი წერს, რომ სამ პასთან ერთად ძალიან ბევრი ჩინელი ბიზნესმენია არაკანონიერად აფრიკაში გაფანტული. მისი თქმით, ამ ადამიანებს თავად ჩინეთის ხელისუფლება მფარველობს.

„გამოსავალი? –  გამოვასალი ალბათ ისაა,რომ აფრიკამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი თეზა: მსოფლიო სავაჭრო სივრცე ის არქიტექტურული ნიმუშია, რომელიც ყველა მკაცრი წესის დაცვით იგება და მუდმივად აგრძელებს მშენებლობას. მას აქვს თამაშის წესები და ტარიფები. აფრიკის ქვეყნებმა უნდა მოახდინონ თანამედროვე, ორთოდოქსულ საბაზრო სისტემასთან ადაპტაცია, გაზარდონ ტარიფები. მიჰყვნენ მას და ჩაერთონ მსოფლიო ეკონომიკურ შეჯიბრებაში,სადაც დღესდღეობით, ბოლო პოზიციებს იკავებენ,“- წერს  ბიურგსი.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

Share6Tweet4

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შიდა ქართლში ჩავა

12 years ago
რატომ უნდა ვესტუმროთ ზაფხულში საქართველოს რეგიონებს

რატომ უნდა ვესტუმროთ ზაფხულში საქართველოს რეგიონებს

7 years ago

სირიის მეზობელი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა გაიმართა

13 years ago
წინასწარმეტყველი – იოანე ნათლისმცემლი, რომლის ხელიდან უფალმა ნათლობის მადლი მიიღო

წინასწარმეტყველი – იოანე ნათლისმცემლი, რომლის ხელიდან უფალმა ნათლობის მადლი მიიღო

9 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by