• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩემი მთავარი მიზანი, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაა“ – პირველი მოფარიკავე, რომელიც მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა, სპორტი
A A
“ჩემი მთავარი მიზანი, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაა“ – პირველი მოფარიკავე, რომელიც მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სანდრო ბაზაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მოფარიკავეა, რომელიც მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მადრიდში მიმდინარე მსოფლიო თასზე უძლიერეს მოფარიკავეთა ბრძოლაში, სანდრომ ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექვსივე მოწინააღმდეგე დაამარცხა და 64 საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვდა.

სანდრო ბაზაძეს, რომელიც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს, საქართველოს ეროვნული კომიტეტი დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებს. როგორც თავად სპორტსმენი ამბობს, მისი მთავარი მიზანი  ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაა. 

13348848_1016338421754065_650164575_n

ფარიკაობით თქვენი დაინტერესება რამ განაპირობა?

– შეიძლება ითქვას, რომ ფარიკაობა ჩემი ოჯახური სპორტია. მამა ძალიან წარმატებული მოფარიკავე იყო. პირველად ფარიკაობაში ძალები ჩემმა ძმამ მოსინჯა, დაახლოებით რვა წლისწინ მეც დამაინტერესა სპორტის ამ სახეობამ  და ვარჯიში დავიწყე.

რამდენი წელია, რაც ფარიკაობა დაიწყეთ, პირველად როდის გადაწყვიტეთ, რომ სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდით?

– 2008 წელს პირველად გავხდი საქართველოს ჩემპიონი, დაახლოებით 15 წლის ვიყავი. ამ ფაქტმა ფარიკაობის მიმართ ჩემი სერიოზული დაინტერესება განაპირობა. საქართველოს ჩემპიონობამ მოტივაცია მომცა, რომ კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მომეპოვებინა.

როგორია ოჯახის დამოკიდებულება თქვენი პროფესიის მიმართ, მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

– ოჯახის წევრები დიდ პატივს სცემენ ჩემს პროფესიულ არჩევანს, შესაბამისად, კარიერულ წინსვლაშიც ხელს მიწყობენ. მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი გულშემატკივარი დედაა. ის ხშირად მეუბნება, რომ ძლიერი ვარ და შემიძლია, ეს სხვებსაც ვაჩვენო. მამა, რომელიც ამავდროულად ჩემი მწრთვნელიცაა,  უმეტესად  პროფესიულ რჩევებს მაძლევს. ჩემი აზრით, ის ორმაგად განიცდის ყველაფერს, რაც ჩემს კარიერას უკავშირდება.

აპრილში, თქვენ გახდით ჩეხეთში გამართული ტურნირის გამარჯვებული და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვეთ ლიცენზია,იასპარეზოთ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. თუ შეგიძლიათ, დეტალურად მომიყვეთ ევროპაში გამართულ ტურნირზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ლიცენზიის მიღება და თქვენთვის საკვალიფიკაციო ასპარეზზე გამარჯვება რას ნიშნავს?

13340369_1016338465087394_1283037418_o

– ევროპაში გამართული ტურნირი ძალიან მაღალი დონისა და კვალიფიკაციის შეჯიბრება იყო. ვფიქრობ, რომ ყველა სპორტსმენის ოცნება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. ბედნიერი ვარ, რომ ლიცენზია მოვიპოვე  და შესაძლებლობა მაქვს, ოლიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზო. თუმცა, მინდა ჩემი სახელი ახსოვდეთ არა მხოლოდ ლიცენზიის გამო, არამედ, მსოფლიო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვისაც.

მთავარი მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე რა არის და როგორ შეაფასებდით საკუთარ შანსებს?

– ჩემი მთავარი მიზანი, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაა. მჯერა, რომ რეალური შანსები მაქვს და  მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

2016 წლის მსოფლიო ოლიმპიადა, როგორც ცნობილია, ბრაზილიაში იმართება. ოლიმპიადისთვის როგორ ემზადებით, ამჟამად როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

– ყოველდღიურად, დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ვვარჯიშობ და აქტიურად ვემზადები ასპარეზობისთვის. მალე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მივდივარ და სხადასხვა საკითხს უკვე დეტალურად გავივლი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს.

13342318_1016338525087388_1141932308_n

როგორ არის განვითარებული ფარიკაობა საქართველოში, არსებობს თუ არა საკმარისი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, მოფარიკავეთათვის როგორი პირობებია შექმნილი?

– დღესდღეობით ფარიკაობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებული სპორტის სახეობაა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, რის გამოც, სპორტის სამინისტროს დიდ მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, რომ სულ მალე საქართველოში ფარიკაობა ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იქნება.

ასპარეზობის წინ რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ, შეჯიბრის წინა პერიოდი რა განცდებს უკავშირდება?

– განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, უბრალოდ საასპარეზოდ ყოველთვის მაქსიმალურად ვემზადები და ტურნირზე  კონკრეტული მიზნით – მოსაგებად გამოვდივარ.

ვარჯიშის დროს, ალბათ, ძალიან იღლებით, თქვენთვის საუკეთესო განტვირთვა რა არის?

– ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა.

13318731_1016338571754050_1736945144_n

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– ვკითხულობ, უფრო ხშირად – მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ვერთობი.

რაზე ოცნებობთ?

– უახლოეს მომავალში ოცნება მხოლოდ ერთ რამეზე შემიძლია – ოლიმპიურ თამაშებში წარმატების მიღწევაზე.

“თბილისი თაიმსი” სანდრო ბაზაძეს წარმატებებს უსურვებს!

ნანუკა მაღლაკელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

საინტერესო

სუამის წევრები თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან

სუამის წევრები თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან

9 years ago
მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

8 years ago

“სარეკლამო კამპანია, რომელიც მარტიდან დაიწყება დაეხმარება ტურისტების რაოდენობის ზრდას”

12 years ago
მინდია ჯანელიძე ახალ წელს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

მინდია ჯანელიძე ახალ წელს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

12 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by