„თანამშრომლების გათავისუფლება ჯერ არ მომხდარა, ეს არის დროებით უფლებამოსილების შეჩერება. ეს გულისხმობს ერთი თვის დიაპაზონში ამ ვალდებულებების აღდგენას. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ თვეში ჩვენ დავბრუნდეთ. ბიზნეს-კონტაქტი საჭიროა, ეს არის ტრენდი “-ამის შესახებ „ბიზნეს-კონტაქტის“ წამყვანმა, ჟურნალისტმა სანდრო ვეფხვაძემ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში ისაუბრა“.
„ყველაფერი დაიწყო დღის შემაჯამებელ გამოშვებაში ჩვენი განცხადებით. 4 თანამშრომელი, მათ შორის ჩვენი გადაცემის პროდიუსერი გაათავისუფლეს იმისთვის, რომ „რუსთავი-2-ის“ ერთ-ერთ გადაცემაში იყო მისული. მიუხედავად იმისა, რომ მათ იქ სიტყვის თქმის საშუალება არ მიეცათ. არხის მენეჯმენტმა ჩვენი განცხადება შეაფასა გაფიცვად. ეს იყო მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება.
დიდი ხანია ბიზნეს-თემებს ვაშუქებ და ჩემთვის უცხო არ არის სიტყვა – იერარქია. კარგად ვაცნობიერებ მენეჯერულ რგოლს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიორგი ისაკაძეზე, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული ტელემაყურებლის წინაშე,“ – განაცხადა სანდრო ვეფხვაძემ.
მანანა ღოღობერიძე