• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი იწყება

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaსამცხე-ჯავახეთში აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება, ვაზის პირველი ნერგები, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს.
სამცხე-ჯავახეთის და მთლიანად საქართველოს ფეხზე წამოდგომის დასაწყისი, – ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა მესხურ ტერასებზე უნიკალური ჯიშის ვაზის გაშენების პროცესის დაწყება.

“ძალიან ძნელია, აღწერო ის ემოცია, რომელიც ახლა მე გამაჩნია. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მივიწყებული, აღვადგინეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ნათენაძეს, მეუფე თეოდორეს, საქართველოს ეკლესიას თანადგომისთვის” – განაცხადა პრემიერმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მესხური ტერასების აღდგენის პროცესში დასაქმებულ ადამიანებსა და სხვადასხვა პროფილის ხელოსნებს.
პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით რეგიონში აღდგა უძველესი ხელობები, მათ შორის ქვაზე მუშაობა, რაც რეგიონს გააცოცხლებს და მას მეტი სტუმარი ეყოლება.
“ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაინტერესებულია ამ პროექტით. თუ არ ვცდები, 27 ისტორიული მესხური ჯიშის ვაზი გაშენდა ამ ტერიტორიაზე და მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ “ქართუს”, რომელმაც დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ჯიღაურას საჯიშე მეურნეობა გადმოსცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს, სადაც არის 460-ზე მეტი ისტორიული ქართული ყურძნის ჯიში აღდგენილი და შენარჩუნებული, ასევე უცხოური ჯიშებიც და ეს არის უდიდესი, საშვილიშვილო საქმე. ძალიან გახარებული ვარ, ეს არის ადგილი, სადაც თამარ მეფემ ფეხშიშველმა გაიარა იმისთვის, რომ ელოცა ქვეყნის გამარჯვებისთვის და ვაზი, რომელიც დღეს ირგვება, არის თამარ მეფის ჯიშის ვაზი. ეს სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის. ეს არის საქართველოს აღორძინების ძალიან მკაფიო ნიშანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

პატიმრობის ათი წლის შემდგომ დაწყებული მხატვრობა – გოგი აბაშიძის პერსონა

პატიმრობის ათი წლის შემდგომ დაწყებული მხატვრობა – გოგი აბაშიძის პერსონა

4 years ago

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

13 years ago
თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება გამოავლინეს

თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება გამოავლინეს

3 years ago
“თუ კი საუბარია დესტაბილიზაციაზე, ამის მიზეზი საოკუპაციო ჯარია, რომელიც საქართველოში დგას”

“თუ კი საუბარია დესტაბილიზაციაზე, ამის მიზეზი საოკუპაციო ჯარია, რომელიც საქართველოში დგას”

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by