• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკა“საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

როგორც პრემიერმა მინისტერიალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით – შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს; ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე აქტივობებს, განახლებადი ენერგიის ზრდას, მხარს უჭერს მწვანე ტრანსპორტსა და მწვანე შენობებს და ზრუნავს ეკოტურიზმის განვითარებაზე.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აისახა ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020”, 2015-2017 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამა და სამოქმედო გეგმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საქართველოში 2015-2020 წლებისთვის.

პრემიერმა გამოსვლისას ყურადღება ეკოლოგიური გამოწვევების მასშტაბებზე საუბარსაც დაუთმო და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

„საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე. დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად ჰიდრორესურსებს მოიხმარს; თუმცა, ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი, გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული და ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველო ასევე მზად არის, წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნის განხორციელებაში – სათბურის გაზების გამოყოფისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.

„საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი, რადგან ჯანსაღი გარემო ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ადამიანისა და მისი კეთილდღეობისთვის. არასათანადო გარემო პირობები, მათ შორის დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი, უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომაც, ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, მიმდინარეობს სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა. შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება; ხორციელდება ჰაერის ხარისხის შეფასების მოდელირების ახალი სისტემა, რომელიც დაინერგება ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში; ეტაპობრივად ხდება მონიტორინგის ქსელის გაფართოება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მდგრადი განვითარების პროცესში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, ხელი შეეწყოს მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის შეძენას და ისეთი ქცევის წესების დანერგვას, რომელიც თავსებადი იქნება გარემოს დაცვასთან.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლება – იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში, გავაძლიეროთ შესაბამისი ინსტიტუტები, დავხვეწოთ კანონმდებლობა და შევქმნათ მექანიზმები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და სათანადო განათლების მიღებაში. სწორედ ამიტომ, საქართველომ დაიწყო გარემოსდაცვითი განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლების პროცესი, ხოლო შემუშავების პროცესშია ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განათლება მდგრადი განვითარებისთვის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნულ დონეზე დასახული ამოცანების მიღწევაში საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალურ გარემოსდაცვით პროცესებში.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის სრულიად ახალ ფაზაზე გადავიდა.

„ასოცირების ხელშეკრულება ფარავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას. გარდა ამისა, გვთავაზობს გზებს არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი მოდერნიზებისა და განახლებისათვის, რაც იქნება ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისი. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიმართ, რომელიც მხარს გვიჭერს რეგიონის ქვეყნებს, გამოვიყენოთ შესაძლებლობები, გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება და გავაერთიანოთ ძალები, რათა ჩვენი ქვეყნები და რეგიონი გავხადოთ უკეთესი ადგილი საცხოვრებლად. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბათუმის მინისტერიალი მიიღებს მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო დაგვაახლოებს „უფრო სუფთა, უფრო მწვანე, უფრო გონივრულ“ სამყაროსთან და სასარგებლო იქნება ჩვენი მომავალი თაობებისა და ჩვენი კეთილდღეობისთვის“, – მიმართა პრემიერმა მინისტერიალის მონაწილეებს.
გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს – თანამშრომლობისთვის, ხოლო აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას კონფერენციის მომზადებაში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ბათუმის მინისტერიალში 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ტოომას ჰენდრიკ ილვესი: “თქვენ აირჩიეთ ევროპული გეზი და თქვენ მას წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანთ”

ტოომას ჰენდრიკ ილვესი: “თქვენ აირჩიეთ ევროპული გეზი და თქვენ მას წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანთ”

12 years ago

„ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან საქართველო ჩვენი ახლო პარტნიორია,” – ვოლტერ სტივენსი

9 years ago

“მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის” ყიდვის მსურველები არიან – ბიძინა ივანიშვილი, მარკ ცუკერბერგი და ჩად ჰარლი

13 years ago
„…ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ – პატრიარქის დაცვის უფროსი

„…ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ – პატრიარქის დაცვის უფროსი

5 months ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by