• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„კონკურენტები არ მყავს და ძალიან მინდა, რომ მყავდეს“ – დიზაინერი ზვიად ნადირაშვილი

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამხატვრო აკადემიაში ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ დიდი ხანია, რაც რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით, არტ–დიზაინზე, მუშაობს. როგორ თავად ამბობს უხეში ფორმები მოსწონს, შთაგონებას კი საკუთარი შინაგანი გარემოდან იღებს და შემდეგ ნეო–კლასიკის ფონზე აძლიერებს. ყველაზე მეტად ინდივიდუალურობას აფასებს, ვინაიდან მის პროფესიაში ძალიან იშვიათად ხვდება ასეთ მიდგომებს. როგორც დიზაინერს სურს, რომ ადამიანებმა ანალიტიკური აზროვნება ისწავლონ გარკვეული ფორმების მიმართ და შეაფასონ არა მხოლოდ დიზაინის ვიზუალი, არამედ მისი შინაარსი. ყველაზე მატად მეუღლესთან ერთად შექმნილი ფერადი სარკე მოსწონს. საკუთარი თავის შეფასებისას აღნიშნავს, რომ კონკურენტები თავის პროფესიაში არ ჰყავს და სურს, რომ ისინი არსებობდნენ. „თბილისი თაიმსი“ დიზაინერ ზვიად ნადირაშვილი გაგაცნობთ, თავისი პროფესიული და ადამიანური შტრიხებით.

დიზაინერისამხატვრო აკადემია დაამთავრეთ, შეგიძლიათ მითხათ, რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება დიზაინით და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს სფერო პროფესიად აგერჩიათ?

–  სამხატვრო აკადემიაში  ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი დავამთავრე,  ჩემი ინტერესის სფერო კულტურის ძეგლები იყო. ბოდბის მონასტრის ფრესკებზე ვმუშაობდი, შემდეგ რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების აღდგენით სამუშაოებზე. ასევე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რესტავრაციაშიც მივიღე მონაწილეობა. ვინაიდან,  კულტურული ძეგლების აღდგენითი სამუშაოები აქტიურად არ მიმდინარეობს, გადავწყვიტე, რომ ისეთი საქმე უნდა მეპოვნა, სადაც მთელ ჩემს ენერგიასა და რესურსებს გამოვიყენებდი.  ამ ძიების შედეგად დიზაინამდე მივედი.

რა არის თქვენთვის დიზაინი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ნივთების დიზაინი შეგექმნათ?

–  დიზაინი გარემოა, რომელიც ადამიანს სურს, რო ჰქონდეს. თუ მან ღობე გააკეთა ეს უკვე დიზაინია, კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, რომ გარშემო ყველაფერი დიზაინია და სწორედ დიზაინის სამყაროში ვცხოვრობთ. ჩემი დაინტერესება ამ სფეროთი უბრალო ამბავმა განაპირობა. ჭაღი მომეწონა, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა და გადავწყვიტე, რომ  შემეკვეთა.  რამდენიმე ადამიანს ვთხოვე მისი გაკეთება, მაგრამ არცერთს გამოუვიდა. მიკვირდა, ვხედავდი როგორი ჭაღი მსურდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოდიოოდა. ბოლოს თვითონ ვიყიდე საჭირო მასალა, აპარატები, ინსტრუმენტები და ავაწყე ზუსტად ისეთივე ჭაღი. შემდეგ ახალი იდეა გამიჩნდა, ხელსაწყოები უკვე მქონდა და ასე გაგრძელდა სამუშაოები. დღეს უკვე აქტიურად ვარ ჩართული დიზაინის მიმართულებით და რასაც ვაკეთებ, სიამოვნებას მანიჭებს.

13401502_1130142233714499_78451129_n

როდის შექმენით თქვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი და რისი დიზაინი იყო?

–  პირველი რაც შევქმენი და დღემდე მომწონს არის ჩემი ეზოს სკამი.

შემოქმედებით პროცესში ორიგინალური ნივთების შესაქმნელად როგორი გარემო გჭირდებათ?

– მიმაჩნია, რომ სამყაროში მიზეზ–შედეგობრივი კავშირები ძალიან მტკიცე და მნიშვნელოვანია. დიზაინი განყენებული ცნება არაა, ის გარემოს ერწყმის,  ისევე როგორც ყველა სხვა დარგი. ყველა ნივთი, რომელზეც ვმუშაობ,  მუშაობის პროცესში ჩემში არსებული შთაბეჭდილებებისა და განცდების ანარეკლია. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა, რომელსაც ვუსმენ მუშაობის პროცესში, ვინაიდან ქვეცნობიერად ის ჩემშიც გადმოდის.

ხშირად, ჩემს დამკვეთს ვეკითხები, თუ რას უსმენს, აქედან გამომდინარე წარმოდგენა მექმნება, როგორი ადამიანია და  რა სჭირდება.

როდესაც ნივთებს ქმნით, რა არის თქვენი შთაგონება, როგორ იბადება იდეები?

–  ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რომლიც შთამაგონებს, არის მუსიკა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულების მსმენელი ვიყავი, დღესდრეობით ნეოფოლკს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა მთავარი შთაგონება ადამიანისთვის შინაგანი სამყაროა, საიდანაც მოდის განცდები, ემოციები, სხვა დეტალები მხოლოდ აძლიერებენ მას. მე არ ვარ ისეთი დიზაინერი, რომელიც შექმნის კლასიკურ გარემოს, ვინაიდან ეს ჩემს შინაგან სამყაროში არ არის. ყოველთვის ის იმპულსები გადმომაქვს ნამუშევრებში რაც ჩემია და სხვანაირად, ალბათ, შეუძლებელია.

13390924_1130142253714497_1931713284_n

რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც თქვენს მიერ შექმნილ ნივთებს დასრულებული სახით ხედავთ, სამუშაო პროცესის დასრულება რა განცდებს უკავშირდება?

– დავასრულებ ნამუშევარს დიდხანს წინ მიდევს, ვუყურებ და სიამოვნებას განვიცდი, შესაძლოა სხვა საქმე დავიწყო, მაგრამ პარალელურად ჩემს დასრულებულ ნამუშევრებს მაინც ვაკვირდებოდე. სამუშაო პროცესის დასრულებას ყოველთვის ეიფორია ახლავს თან, როდესაც კმაყოფილების  განცდა ნელდება, შემდეგ უფრო რაციონალურად აფასებ საკუთარ ნამუშევარს. თუ რაიმე ხარვეზს დავინახავ, ვცდილობ, რომ ანალოგი გავაკეთო მისი და წინა სამუშაოებში დაშვებული ხარვეზები გამოვასწორო. არ მიყვარს ძველი ნამუშევრებისთვის დეტალების დამატება, თუ გადავწყვიტე, რომ დავასრულე რაიმეს კეთება, შემდეგ მას ხელს აღარ ვახლებ.  

საქართველოში რამდენად განვითარებულია სფერო, რომელი მიმართულებითაც მუშაობთ, გყავთ თუ არა კონკურენტები/კოლეგები, რომლებიც ნივთების დიზაინს ქმნიან?

–  კონკურენტები  არ მყავს და ძალიან მინდა, რომ მყავდეს, ისინი რომ არსებობდნენ, მეც უფრო განვვითარდებოდი ჩემს პროფესიაში. საქართველოში დიზაინის გარკვეული სფეროები ძალიან განვითარებულია, ზოგი, პირიქით.

საქართველოში დიზაინერები  ხშირად კაბინეტებში სხედან და ასე ცდილობენ სამუშაოს შესრულებას.

მათ შემთვხვევაში ჩაფიქრებული კონსტრუქცია შეიძლება რომელიმე ხელოსანმა ვერ გაიმეოროს, სხვაგვარი გამოუვიდეს, ან სულაც არ გამოვიდეს, ამ დროს დიზაინერს კომპრომისზე უწევს წასვლა. გარდა ამისა, დიზაინერებს მასალების ცოდნა აკლიათ,  არ იციან რა მასალა რა შედეგს მისცემთ და მინდობილნი არიან ხელოსანთა კეთილსინდისიერებაზე, ხელოსანთა პროფესიონალიზმზე, ამაზეა დამოკიდებული დიზაინერის იდეა გამოვა თუ არა. ჩემს შემთხვევაში დიზაინის სამგანზომილებიან სტრუქტურას თავად ვქმნი, შემდეგ მიმაქვს სახელოსნოში და თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ სამუშაო პროცესში, ვფიქრობ, რომ ჩემი პლუსიც ესაა, ყველა მასალას ვფლობ და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე მაქვს აღებული.

13384671_1130142287047827_1634617725_n

ძირითადად ვინ ინტერესდდება თქვენი შემოქმედებით, რა სეგმენტია დაინტერესებული ნივთების ორიგინალური დიზაინით, უცხოელი მომხმარებელი თუ გყავთ?

–  ძირითადად ჩემი დამკვეთები ქართველი დიზაინერები არიან. როდესაც მათ ორიგინალური სკამების, მაგიდების, ან რაიმე ნივთების დაკვეთა აქვთ  და ამ ყველაფერს ბაზარზე ვერ ყიდულობენ, იმის გამო, რომ ფიზიკურად არ არის ასეთი ნივთები, მოდიან და მთხოვენ, რომ  დავუმზადო. უცხოელებს რაც შეეხება, რამდენჯერმე მათთანაც ვითანამშრომლე, ერთხელ სიღნაღში ღვინის სადეგუსტაციო დარბაზის ჭაღები დავუმზადე.

როგორც ამბობენ, ხელოვანისთვის თავისი ნამუშევარი ყველაზე ძვირფასია. საყვარელი ნამუშევრები თუ გაქვთ, თქვენთვის განსაკუთრებული ნივთები?

– არის ნივთები, რომლებსაც არ ვყიდი, ვინაიდან ჩემთვის გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოგონებებს უკავშირდება. რამდენიმე ნივთია, რომლებიც სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს საკუთრებაში იქნება. ერთ–ერთი ასეთი ფერადი სარკეა, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ერთობლივად გავაკეთეთ, როდესაც დავვოჯახდით.

13407699_1130142267047829_1231288522_n

სამომავლო გეგმებზე რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, თქვენი ნამუშევრებით დაინტერესებულ ადამიანებს რა სიახლეებს შესთავაზებთ?

– ჩემი ნამუშევრებიდან მიღებული მატერიალური რესურსებიდან ნაწილს ყოველთვის ჩემს საქმიანობაში ვაბრუნებ, რათა უფრო განვავითარო ტექნიკა, ხელსაწყოები, დანადგარები.  სამომავლოდ ვგეგმავ, რომ ინტერიერის მოსაწყობი ყველა დეტალი ერთნაირ სტილში იყოს– ვინტაჟური. მინდა, რომ  ჩემს სახელოსნოში  მთლიანი კომპოზიცია ვინტაჟურ სტილში შევკრა. თუმცა, რა თქმა უნდა, ნივთები განსხვავებული იქნება და ერთმანეთს არ გაიმეორებს. საქართველოში, სამწუხაროდ, ტენდენციათა უმრავლესობა 10–15 წლის დაგვიანებით შემოდის, ვინაიდან, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, სიახლეებს ძნელად ვეგუებით. ახლა მსოფლიოში უხეში ფორმებია აქტუალური, დაუმუშავებელი რკინა, გაუთლელი ხე, ჩემთვის კარგია, რადგან სწორედ ეს მიმართულება მიყვარს.  ჩვენთან ინდივიდუალიზმი ნაკლებად შეიმჩნევა დიზაინის თვასლაზრისით, რადგან ინტერიერის შერჩევაც  კი მიმბაძველობით ხდება. სამწუხაროდ, უმეტესად ვერიდებით ისეთი არჩევანის გაკეთებას, როგორიც ჩვენს გემოვნებაშია და ზოგადინტელექტუალურ კონტექსტს არ ერგება.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

ტყიბულში ექვსი მუშა დაიღუპა

8 years ago
პირველკლასელებისთვის ახალი სახელმძღვანელოები მსუბუქ და გამძლე ქაღალდზე იბეჭდება

პირველკლასელებისთვის ახალი სახელმძღვანელოები მსუბუქ და გამძლე ქაღალდზე იბეჭდება

12 years ago
ვინ არის ქალი, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა – მომხდარის ახალი დეტალები ვრცელდება

ვინ არის ქალი, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა – მომხდარის ახალი დეტალები ვრცელდება

2 years ago

„პირადი ხასიათის მიზეზის გამო პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები“ – დავით კიკალიშვილი

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by