• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

განცხადების შინაარსი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მედიას სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ გააცნო:

“2013 წლის 01 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძის, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის მიმართ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებების მიხედვით: ბაჩანა ახალაიას ბრალი ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. აგრეთვე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის 2 ეპიზოდში, აქედან, ერთი ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ხოლო მეორე – ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ
გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში, ძალადობით და დაზარალებული პირადი ღირსების შეურაცხყოფით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით.
ზურაბ შამათავას ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში, ძალადობით და დაზარალებული პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ალექსანდრე გორგაძეს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ. მერაბ კიკაბიძეს ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ.გაგა მკურნალიძეს, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილს ბრალად ედებოდათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 50 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 30 დაცვის მოწმე და ბრალდების 93 მოწმე აქედან 26 დაზარალებული ю წაყენებულ ბრალდებებში არც ერთმა ბრალდებულმა არ სცნო თავი დამნაშავედ. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ყველა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი გამართლდნენ წარდგენილ ყველა ბრალდებაში. ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “”ბ”” და “”გ”” პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ალექსანდრე გორგაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
ბრალდებულ ზურაბ შამათავას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “”ბ”” და “”გ”” ქვეპუნქტებით (პაატა პაატაშვილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით. ამნისტიის კანონის თანახმად ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ასევე, მის მიმართ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “”ბ”” და “”გ”” ქვეპუნქტებით (მე-4 ბრიგადის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ბრალდებულებს გიორგი კალანდაძეს, ალექსანდრე გიორგაძეს და ზურაბ შამათავას შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გააუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეთ. მხარეებს დასაბუთებული განაჩენი გადაეცემა 14 დღეში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

01.08.13

Tags: ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
Share1Tweet1

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა
ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

საინტერესო

საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

“ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს”

9 years ago
თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს –  გიორგი გახარია

გიორგი გახარია – ჩვენ ბევრი კარგი ინიციატივა და გეგმა გვაქვს და ახლა არის დრო, კონცენტრირებული ვიყოთ შედეგებზე

7 years ago
“ამ გუნდს შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა… ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა” – თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

“ამ გუნდს შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა… ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა” – თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

3 years ago
“ჩუმი მკვლელი” – ზაზა თელია ქოლესტერინის მაღალი დონის გარეგნული სიმპტომების შესახებ საუბრობს

“ჩუმი მკვლელი” – ზაზა თელია ქოლესტერინის მაღალი დონის გარეგნული სიმპტომების შესახებ საუბრობს

2 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by