• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, 2016 წლის არჩევნები”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკა“მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, 2016 წლის არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა.

“ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი საქართველოში სტუმრობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო  რამსფელდის ფონდსა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტს, ასევე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს CAMCA-ს რეგიონალური ფორუმის ორგანიზებისთვისა და წელს ფორუმის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევისთვის. მოხარული ვარ, რომ თბილისი ამგვარი რეგიონალური ღონისძიებების ჩატარების ცენტრი ხდება. დიდი მადლობა, მდივანო რამსფელდ, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლის სტატუსით და შემდგომში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. მსოფლიოს ამ სირთულეებით სავსე რეგიონში გადასარჩენად, უმნიშვნელოვანესია თქვენნაირი მეგობრების ყოლა. მოხარული ვარ, რომ ბატონი თედო ჯაფარიძის სახით მყავს შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემს მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურეთ.

აღფრთოვანებული ვარ, რომ დამსწრეთა შორის ვხედავ რამსფელდის პროგრამის მრავალ სტიპენდიანტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებაში წვლილის შეტანას. მე საკუთარ თავზე გამოვცადე  აშშ-ში სასწავლო სტიპენდიის ღრმა ეფექტი. 1990-იან წლებში, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ამ რეგიონის წარმომადგენლისთვის თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. მე მომეცა შესაძლებლობა, ილინოისის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე მასკის პროგრამის სტიპენდიანის სტატუსით მესწავლა – ეს პროგრამა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული.

ამ გამოცდილებამ სრულად შეცვალა ჩემი ცხოვრება და დღემდე აგრძელებს ჩემს მოტივირებას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტები დავამყარო.

მე აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხართ აქ, რათა განიხილოთ მნიშვნელოვანი რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. ჩემი გადმოსახედიდან, ფორუმის ჩატარებისთვის იდეალური დროა შერჩეული, რადგან გასულ თვეში ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი.

ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია. ჩვენ შევქმენით თანამედროვე, დინამიური, დემოკრატიული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ.

ეს ყველაფერი ჩვენ მარტოებს არ გაგვიკეთებია. მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკისშეერთებული შტატები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ ვალს და მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება ამ გარიგების ფარგლებში –  საერთო ღირებულებების შენარჩუნების კუთხით.

ჩვენი ერის წარმატება  სამ სვეტზე დგას. ესენია – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკურ განვითარებაზე გავამახვილებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია მოგაწოდოთ ინფორმაცია სამივე მიმართულებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან.

გასული წლების მანძილზე, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, მნიშვნელოვნად დავწინაურდით. მიმდინარე  წლის პირველი კვარტლის მანძილზე,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

მეზობლებთან და ახლო მეზობლებთან, ჩვენი, ზოგადად პარტნიორული დამოკიდებულების წყალობით, ჩვენ, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ.

ინვესტორები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია.მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო  სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს.

ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.

რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნასთანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის.

წარმატებული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების ათწლეულზე მეტის შემდეგ, საქართველო ხდება აბრეშუმის გზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დასატრანზიტო რგოლი.

ჩვენ ვმუშაობთ საჭირო “ტექნიკის”  შექმნაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო და ლოგისტიკურინფრასტრუქტურას. პარალელურად, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ “პროგრამულიუზრუნველყოფის” – საერთაშორისო ვაჭრობის კუთხითაც.

სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენი შავი ზღვისპორტების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა შემუშავდა აშშ-ში, ნიუ ჯერსიში დაფუძნებული „Conti ჯგუფის“ და ქართული„თიბისი ჯგუფის“ მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის მიერ – მისი წლიური ტვირთბრუნვა100 მილიონი ტონა იქნება და აქ შესაძლებელი იქნება პანამაქსის ტიპის დიდი გემების განთავსება.

ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს ჩვენი სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის მიზნით. საქართველოსაღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაცსარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს.

ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ვაშენებთ ბაქო-თბილისი-ყარსისსარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს შესაძლებელს გახდის აზიიდან ევროპაში საქონლის 45% -ით უფრო სწრაფ მიწოდებას.

მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა დონორების დახმარებით, ასევემიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის – საქართველოს მთავარისატრანსპორტო არტერიის გაუმჯობესების პროცესი.

ლოგისტიკის სფერო განუწყვეტლივ ინვესტირებას საჭიროებს. შთამბეჭდავია, რომ საერთაშორისოკომპანიებმა იგრძნეს არსებული პოტენტიალი და მზად არიან ინვესტირებისთვის. მაგალითად, Gebruder Weiss, ავსტრიული სატრანსპორტო გიგანტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისმახლობლად საქართველოს პირველი ა კლასის ლოჯისტიკური ცენტრის აშენების მიზნით„თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობდა.

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ შესაბამისი “ტექნიკის” შესაქმნელად და ამავდროულად, ვცდილობთ, “პროგრამული უზრუნველყოფის” დანერგვასაც. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს, დაწყებული ევროკავშირით, თურქეთითა და დსთ-ს ქვეყნებით და დამთავრებული აშშ-თი, კანადით, იაპონიითა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციით, რომელშიც არიან ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია.

საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს.

DCFTA მნიშვნელოვან შეღავათებს უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ჩინურ და სხვა კომპანიებს პოტენციურად მისცემს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ხარჯთეფექტური გზით წვდომის საშუალებას .

ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩატარდა ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონმიკური მიზანშეწონილობის კვლევა და უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. ჩვენი ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაზრდის, მათ შორის, დაგეგმილია თითქმის 29%-იანი ზრდა ღვინის პროდუქციაზე. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გაფართოების კუთხით, ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება,საქართველოს, მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მისცემს წვდომას.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა, საზღვრის მართვის მოდერნიზაციის კუთხითაც ჰოლისტიკური მიდგომა გვაქვს. ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო კონტროლის კუთხით ჩვენ მიერ მიღწეული შესანიშნავი ბალანსი აისახება მკვეთრად გაზრდილ შესაძლებლობებში და საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე. უკვე დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია.

ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდად არის დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ეს არის ყველასთვის უსაფრთხო მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი.

სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ.

საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ სტაბილური რეგიონი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.

უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე.

წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად.

ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან.

ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“-ს მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს – ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე. მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, 2016 წლის არჩევნები, როგორც ყველაზე თავისუფალი და  სამართლიანი საქართველოს ისტორიაში.

დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია.

ქართველები ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი რეგიონალური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი წყაროა.

ჩვენ ვაფასებთ CAMCA-ს ფორუმის მნიშვნელოვან როლს რეგიონში ეკონომიკური ზრდასა და განვითარებაში გაწეული დახმარების კუთხით.

ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი სტიპენდიანტებს, ვუსურვებ, ამ შეხვედრამ გააძლიეროს თქვენი ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილი, მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს საქართველოს მიმართ ერთგულებისთვის და გისურვებთ აქ დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გატარებას!”

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გვაქვს გეგმა, ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ – მიხეილ ბატიაშვილი

გვაქვს გეგმა, ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ – მიხეილ ბატიაშვილი

8 years ago

“შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო”

11 years ago
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

9 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი მე-4 შვილის მამა გახდა

ირაკლი ღარიბაშვილი მე-4 შვილის მამა გახდა

10 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by