დღეს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია გაიხსნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს.
სესიის ფარგლებში, ასამბლეის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების სხდომებიც გაიმართება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში საქართველოს პარლამენტიდან, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.













