• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ასაკიდან შეუძლია დასაქმდეს არასრულწლოვანი ?! – იურისტების და ფსიქოლოგის რეკომენდაციები

10 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
რა ასაკიდან შეუძლია დასაქმდეს არასრულწლოვანი ?! – იურისტების და ფსიქოლოგის რეკომენდაციები
34
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნებისმიერი ადამიანის საზოგადოებაში რეალიზაციის, თავის დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი საშუალება სამსახურია, რომელიც, ამასთანავე შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

ჩვენი უმეტესობა, სკოლის ასაკიდან იწყებს დასაქმებაზე ფიქრს. თუმცა, იმისთვის, რომ  ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს, ნებისმიერ გარემოში სამართლის ნორმები უნდა  არსებობდეს. გამონაკლისი არც დასაქმებაა, რომლის შესახებ სამართლებრივ ნორმებს „შრომის კოდექსი“ განსაზღვრავს.

საინტერესოა, დღეს, ჩვენს რეალობაში, რა ასაკიდან შეუძლია თინეიჯერი დასაქმდეს, მისი სამუშაო პირობები როგორი უნდა იყოს და რაიმე განსაკუთრებული დაშვებები თუ არის ამ კუთხით, კვირაში რამდენი სამუშაო საათია განსაზღვრული არასრულწლოვანისთვის, აღნიშნულის გასარკვევად, “თბილისი თაიმსი”  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დაუკავშირდა.

საია„16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.  14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.  სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში აღემატება 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს ჩაითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

აკრძალულია ღამის სამუშაოზე  (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.

თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.

არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს,“ – აცხადებენ საიაში.

როგორც ვხედავთ, „შრომის კოდექსი“ დეტალურად განიზილავს არასრულწლოვანთა დასაქმების ძირითად ასპექტებს და მათ სამართებლივ ნორმებში აქცევს. ეს, ცალსახად, მისასალმებელია. თუმცა, როგორც წესი, რეალობა ხშირად უხვევს დადგენილი კანონიდან და განსხვავდება კანონში აღწერილი პირობებისგან ხოლმე.

kaikacishvili„თბილისი თაიმსი“ ასევე დაინტერესდა, როგორი პრაქტიკაა ამ მხრივ საქართველოში და ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს:

საქართველოში რამდენად არის კონტროლირებადი როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში არასრულწლოვანთა დასაქმების საკითხი და როგორია სახელმწიფო მხარდაჭერა ამ მხრივ?

– თავიდანვე აღვნიშანავ, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორისაგან განსხვავებით, საჯარო სექტორში დაუშვებელია არასრულწლოვანთა დასაქმება. საქართველოში არ არსებობს ერთიანი რეესტრი, რომელიც ზუსტად დაადგენდა, თუ რამდენი არასრუწლოვანია დასაქმებული კერძო სექტრში, თუმცა ჩვენ საკითხზე მსჯელობის დროს, შეგვიძლია ცალკეული აქცენტები დავსვათ და ცალკეულ სტატისტიკაზეც ვისაუბროთ.

სახელმწიფოს, ცალსახად აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები, რომელიც ეხება ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნის ვალდებულებას.

2014 წელს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის ერთ–ერთი მიმართულება დაეფუძნა ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

აღნიშნული დოკუმენტით, მთავრობამ ცალსახად აიღო ვალდებულება, გააუმჯობესოს ზოგადი განათლების ხარისხი, აგრეთვე, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წარმატებულ სწავლასა და დასაქმებას, უზრუნველყოს ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული და უმაღლესი, აგრეთვე სამხედრო განათლების და სპეციალური პროფესიული განათლების, მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობათა შესახებ, წაახალისოს ინოვაციებზე ორიენტირებული პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საგანმანათლებლო სისტემიდან სამსახურზე გადასვლას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში დახელი შეუწყოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განვითარებას.

ყველა ზემოაღნიშნული პირობა, დღეს მიმდინარეა, თუმცა რამდენად მონაწილეობს მათში უშუალოდ არასრწულოვნები, კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ, გაერო–ს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა, ეკონომიკურად აქტიურ პირად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად. ნებისმიერი 16 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი არის შრომითი ქმედუნარიანობის მქონე და მას აქვს უნარი იტვირთოს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების რეალიზება და ვალდებულებების შესრულება.

ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების დასადებად, არ არის აუცილებელი კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის თანხმობა. კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ასაკი არ გამორიცხავს 16 წლამდე პირის დასაქმების შესაძლებლობას, თუმცა ამგვარ ურთიერთობებზე სპეციფიკური სამუშაო რეჟიმი და რეგულაციები ვრცელდება.

მოსახლეობისგან თუ არის მოთხოვნა არასრულწლოვანთა დასაქმებაზე, როგორი პრაქტიკაა ამ მხრივ?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, რთულია ასეთი მოთხოვნის დინამიკა დავინახოთ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რა რეაგულაცია შემოაქვს კანონს და რა აკრძალვები არსებობს. კანონი ითვალისწინებს 14 წლამდე ასაკის მქონე პირის შრომით ურთიერთობაში ყოფნის წინაპირობებს და დასაშვებად მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად დადებულ ხელშეკრულებებს განიხილავს.

რაიმე კანონდარღვევა თუ ყოფილა სამსახურში არასრულწლოვანთა მიმართ, თუ მოუმართავთ თქვენთვის?

– ჩვენს ორგანიზაციას საერთო სასამართლოებში მდიდარი და პრეცედენტული საქმეების გამოცდილება გაჩნია, რომელიც შრომით ურთიერთობებში წარმოშობილ ურთიერთობებს ეხება, თუმცა არ გვქონია შემთხვევა, შრომითი დავების პროცესში, არასწრულოვანთა უფლებები დაგვეცვა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, კარგი იქნება საქართველოში არასრულწლოვანთა დასაქმება აქტიური რომ გახდეს, რამდენად მზად ვართ ამისთვის?

– ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხს, რომელიც ეხება არასრუწლოვანთა დასაქმების საკითხის აქტუალიზაციას, მოთხოვნას, განსაზღვრავს შრომის ბაზარი. შესაბამისად, წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. შესაძლებელია, სასურველიც არ იყოს, ვინაიდან არასრწულოვანის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიჭიროს ზოგადმა, პროფესიულმა განათლებამ. კვალიფიკაციისა და განათლების გარეშე, არც ერთი დამსაქმებელი შრომითი ურთიერთობების დაწყებისთვის, სერიოზულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. იმავდროულად, საჭიროდ მიმაჩნია სახელმწიფომ ცალკე ყურადღების საგნად აქციოს თავად არასრუწლოვანთა დასაქმების მონიტორინგის საკითხი, ამ პროცესში შესაძლო დისკრიმინაციის თუ უფლების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურება, გაცილებით სწორი და სამართლიანი იქნება.

irina tabucidze-fsiqlogiამ ყველაფერთან ერთად, საინტერესოა, როგორ აისახება არასრულწლოვნებში დასაქმება მათი პიროვნების განვითარებაზე, ამ კუთხით, „თბილისი თაიმსს“  ფსიქოლოგი, ირინა ტაბუციძე ესაუბრა:

„დღევანდელ რეალობაში, როდესაც მშობლებს არ აქვთ დრო, აკონტროლონ რას აკეთებს მისი შვილი, ასევე, რა ტიპის სამუშაოს შეასრულებს, შეიძლება მოუწიოს დილით სკოლის გაცდენაც კი, რა თქმა უნდა, მიუღებელია რომ თინეიჯერმა იმუშაოს, განსაკუთრებით, ისეთ გარემოში, რომელსაც კანონი კრძალავს (კაზინოში, ღამის საათებში და ა.შ). თუმცა, როდესაც სამუშაო პირობები, გარემო არის ნორმალური, კვირაში რამდენიმე სამუშაო საათით და იგი შეძლებს გამოიმუშაოს ჯიბის ფული მაინც, მე არ მგონია ცუდი იყოს, პირიქით, დადებითად აისახება მისი პიროვნების განვითარებაზე.  

მე სავსებით მივესალმები ამერიკის და ევროპის პრაქტიკას, 16-17 წლის თინეიჯერების დასაქმებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, იღებენ გამოცდილებას, ეხება ეს დროისა და ფულის გადანაწილებას. როდესაც ეუფლებიან თავის პროფესიას, მათ ეს გამოცდილება ძალიან ეხმარებათ.

სამსახურის დაწყება, განსაკუთრებით, პირველი სამსახურის, ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ შფოთვასთან, შიშთან, ამიტომ, რაც ადრე დავიწყვებთ მუშაობას, უკეთესი იქნება. ეს შიში აქვთ 40 წლის ადამიანებსაც, სამსახურის ძიებისა თუ დაწყებისას, თუმცა, უფრო გამძაფრებულად, ვიდრე 16 წლის ახალგაზრდას შეიძლება ჰქონდეს, რადგან იგი უკვე დიდი ხანია ჩამორჩა გარემოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავძლიოთ ეს წინაღობა. პირველ რიგში, სამსახურის დაწყებისას ნუ ვენდობით ჩვენს ინტუიციას. თუ შესაძლებელია, რჩევა ვკითხოთ იურისტს, ზრდასრულ ადამიანს, ვისაც უკვე უმუშავია ამ სამსახურში, რადგან გავიგებთ, როგორი სამუშაო გარემოა, რა მოვალეობები და უფლებები გვექნება ანუ ინფორმაციის მიღებით მაქსიმალურად გავერკვეთ სიტუაციაში და ისე დავიწყოთ მუშაობა,“ – განმარტავს ფსიქოლოგი.

მარიამ ტაკაშვილი

11102015_10207438651982960_52004657_n

 

Share14Tweet9

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

საინტერესო

“მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება”

“ის გაცილებით ღირსეული მოქალაქეა, ვიდრე ბევრი თანამდებობის პირი”- გიორგი მიქანაძე “იმედის” მოვლენებს ეხმიანება

11 years ago

რამდენად მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის შეცვლა?! – ფსიქოლოგის და ნარკოლოგების მოსაზრება-რეკომენდაციები

9 years ago
ესპანეთი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას აღიარებს

ესპანეთი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას აღიარებს

2 years ago
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

6 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by