„ავღანეთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისა დაეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ამიტომ აუცილებელიაალიანსისა და ალიანსის პარტნიორების მხრიდან გაგრძელდეს ავღანეთის დახმარება ტერორიზმისწინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ – ამისშესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამიტის ფარგლებში,ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრის დასრულებისშემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრის მსვლელობისას, ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმაცალსახად დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ თავიანთი წვლილის შეტანა ავღანეთის თავდაცვისა დაუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, იმისათვის, რომ მისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელიამიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს.
ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა ვარშავაში,ნატო-ს სამიტის ფარგლებში, 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტისხელმზრვანელობით საქართველოს დელეგაციამაც მიიღო.
Discussion about this post