• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: “ჩვენი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკაბათუმი მაღალი დონის ღონისძიებების პლატფორმად იქცა– დღეს რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს  სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ  მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ნამდვილ ევროპულ ქალაქში-ბათუმში ტარდება, რომელიც უძველესი დროიდან მდებარეობდა ბერძნული, რომაული და ოსმალური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე.

“საქართველო არის ევროპა”- ამ გზავნილით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორია სამუდამოდ არის დაკავშირებული ევროპასთან.

“რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ჩვენ ეს კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ აქვთ ქართველებს მტკიცედ გადაწყვეტილი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მეტის გაკეთებაც, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დამეთანხმებით, ჩვენი წინსვლა შთამბეჭდავია. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზაზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი რეფორმების გზამკვლევი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტის, მომხმარებელთა დაცვისა და ბევრ სხვა სფეროს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ჩვენი სამართლებრივი და საარჩევნო სისტემების ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა, რაც დაადასტურეს კიდეც ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე 1 ივლისს, ჩვენ შევასრულეთ და  დავნერგეთ მისი ბევრი დებულება,”-აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, საქართველო მთელი სერიოზულობით ეკიდება ევროკავშირში გაწევრების საკითხს. პრემიერმა მისასალმებელი უწოდა  ევროსაბჭოს მიერ ორი კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, სექტემბრის შუა რიცხვებში სპეციალური შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც განხილული იქნება ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე.
“ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კარგად გააცნობიერონ, რომ საქართველოს მიზანმიმართულება და შემართება ევროპასთან დაკავშირებით არის არა ახალი თავის ტკივილი ევროპისთვის, არამედ ნათელი დემონსტრირება ყველაფრისა, რაც კარგია ევროკავშირში. საქართველოს სურვილი არ არის, თავს მოახვიოს ევროკავშირს ახალი სატკივარი. პირიქით, საქართველო არის სხვაგან გაჩენილი სატკივარის მკურნალი სალბუნი. ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, რომ შეიძლება მოიძებნოს ჩვენი უნიკალური ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოს მხრიდან მათი გაზიარების მგზნებარე სურვილზე უკეთესი არგუმენტი. ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ევროკავშირი არ უნდა ჩაიკეტოს თავის თავში, არ უნდა დაიხარჯოს ტრავმებზე ფიქრში და ამით უგულებელყოს თავისი სხეულის ჯანმრთელი ნაწილები. შესაბამისად, გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ საქართველოს მიღების პროცესი დასრულდება”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ადგილი ნატოს აქტიური წევრების რიგშია. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდნარე რეფორმების დღის წესრიგს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

“ამა წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მოსალოდნელია, რომ კონკურენცია უკომპრომისო იქნება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ თავისუფალი საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და ამ წარმატებულ ციკლს დააგვირგვინებს მომავალი საპარლამენტო არჩევნები,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლზე რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე.
“განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მდგომარეობა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობა ორივე რეგიონში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე, რის გამოც ის ვერ ახორციელებს თავის მანდატს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ეუთოს სრულფასოვანი ფუნქციონირება საქართველოში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო  მომავალშიც არ დავიშურებს ძალ-ღონეს, რათა აღადგინოს ნდობა, ხელი შევუწყოს შერიგების პროცესს და ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებების ერთ ქვეყანად გაერთიანებას.

გამოსვლის დასასრულს პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს ევროპის მომავლის შესახებ მოსაზრებები გააცნო.

“აი, ევროპა, როგორც ჩვენ მას ვხედავთ, ევროპა, რომლის შესანარჩუნებლად ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ: ევროპა, რომელიც არის ღია, ტოლერანტული და აქტუალური მოქალაქეთათვის; თავდაჯერებული და, ამავე დროს, თავმდაბალი ევროპა; ევროპა გამყოფი კედლებისა და ბარიერების გარეშე; ევროპა, რომელიც მუშაობს თავისი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს სხვა კუთხეებში. ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა”,-აღნიშნა პრემიერმა.

მე-13 საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერიმ. კონფერენციის გახსნას დაესწრნენ: ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობისწევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება ტარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute).

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ამირან გამყრელიძე – ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება

ამირან გამყრელიძე – ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება

6 years ago

ნოდარ ხადური ადასტურებს რომ ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

13 years ago
სავალუტო ფონდიდან სესხის აღებას არ ვაპირებთ

სავალუტო ფონდიდან სესხის აღებას არ ვაპირებთ

11 years ago

პრემიერ-მინისტრმა მარნეულის საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელი მოინახულა

10 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by