• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მარგველაგიორგი მარგველაშვილი – საქართველო მიესალმება სლოვენიის გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს NATO–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში

საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ლიუბლიანაში, პრეზიდენტის სასახლეში პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა მედიის წინაშე მადლობა გადაუხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის.
სლოვენიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისთვის.
,,ვიმედოვნებ, რომ ეს [ვიზალიბერალიზაცია] მოხდება, რაც შეიძლება ადრე. ის, რომ ეს არის გადაწყვეტილი საკითხი და უბრალოდ, პროცედურებია გასავლელი, ამის თაობაზე ჩვენ ევროკავშირის არაერთი ლიდერებისგან მოვისმინეთ. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნებამდე მოხდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს, რომელიც საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობას, რუსეთთან ურთიერთობას და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს შეეხებოდა.

როგორც სლოვენიის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, მას სჯერა, რომ სლოვენიას, სხვა, საერთო ღირებულებების მქონე ერებთან, ევროპის იმედი და ევროპის საბოლოო იდეა აერთიანებს.
,,დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მარტივი იქნება ფინანსურ კრიზისთან, მიგრაციასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, თუ ევროპა იქნება უფრო დიდი, თუ მეტი ქვეყანა გაერთიანდება ევროპულ ოჯახში.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის კავშირი ყურადღებას მიაპყრობს იმ საკითხებს, მათ შორის თქვენი ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხს.
ვიმეორებ, უფრო დიდი ევროპა, სწორედ ევროპის ინტერესებშია, ვიდრე შეკუმშული, უფრო მცირე ევროპა.

სწორედ ეს არის იდეა გაფართოებისა, მაგრამ ევროპის კონსოლიდაცია სწორად უნდა მოხდეს.
მე ეს პოზიცია მქონდა და ახლაც გამაჩნია. ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცალსახაა.

მე ვფიქრობ, რომ დროა ევროკავშირმა თქვას, თუ რა არის მკაფიო ამოცანა მისი გაფართოების, უფრო მკაფიო პოზიცია უნდა გამოითქვას ამასთან დაკავშირებით.

არიან ქვეყნები, რომლებსაც სურდათ და სურთ ევროკავშირის წევრობა – თურქეთი, უკრაინა, საქართველო, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხეული შეუწყოს ამ ქვეყნების შემდგომ ინტეგრაციას.

მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება, მათი სრული გაწევრების შესახებ, ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს.

ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ევროკავშირის პერსპექტივებზე და იგივე შეიძლება ითქვას NATO-ზე, როდესაც სლოვენიამ ცალსახად განაცხადა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსადმი. სლოვენია მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს, რა თქმა უნდა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამ პაკეტის – თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებაში.

სლოვენიას სურს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა ის გაყინული პრობლემა, გაყინული კონფლიქტები, თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენო, გადაიჭრას. ვფიქრობ, რომ ამის განხორციელება შესაძლოა, სწორედ დიალოგის გზით.

დიალოგის გარეშე, ალბათ რთულია ვისაუბროთ ამ პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტაზე და სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატში არსებულ მოლაპარაკებებს, აგრეთვე საქართველოს პერსპექტივას
დასძლიოს არსებული გამოწვევები.

ვიცი, რომ არსებობს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე და ჩემი ქვეყანა ყველა მიმართულებით მხარს დაუჭერს საქართველოს.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს მისი საგარეო პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო ვექტორები და ეს პრინციპი იყო და რჩება ამოსავალ წერტილად”, – განაცხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვარშავის სამიტზე დაფიქსირდა, რომ საქართველო გახდებოდა უფრო დაცული და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კონკრეტული ფორმატები კონკრეტულ ქვეყნებთან განვითარდებოდა.

,,სლოვენია არის ერთერთი ასეთი მაგალითი. ჩვენ მადლობელი ვართ იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც ჩვენ ჩვენს სლოვენიელ კოლეგებთან ერთად გავაღრმავებთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს შეგუება ოკუპაციას.

,,რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მეზობლის მიმართ არის ძალიან ნათელი და მტკიცე და ის მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს, არც ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა.

ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან.

ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც.
როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პრეტენზიები რუსეთის მიმართ, არამედ მზად ვართ ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც ეს უნდა აწყობდეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორი საქართველოში მოიწვია. სლოვენიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის მიწვევა მიიღო და განაცხადა, რომ საქართველოს აუცილებლად ეწვევა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მოსკოვში პოლიტპატიმრების გათავისუფლება ითხოვენ

13 years ago
“ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა…” – თერჯოლაში დაღუპულ მამა-შვილს გადარჩენილი და ემშვიდობება

“ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა…” – თერჯოლაში დაღუპულ მამა-შვილს გადარჩენილი და ემშვიდობება

3 years ago

საფრანგეთის ქალაქების 20 000-ზე მეტი მერი ”სოდომური ქორწინების” წინააღმდეგია

13 years ago
3 ბუნებრივი საშუალება ქერტლის მოსაშორებლად

3 ბუნებრივი საშუალება ქერტლის მოსაშორებლად

9 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by