• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: “ხელი უნდა გავუწოდოთ აფხაზ ძმებს და ჩვენკენ შემოვატრიალოთ ისინი”

10 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaსამეგრელოს როლი ისტორიულად ყოველთვის ძალიან დიდი იყო და დღესაც ასეა. მეგრელები ყოველთვის ამბობდნენ თავის სიტყვას, როდესაც საქმე ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და თავისუფლებას ეხებოდა. – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. 

„ქართულ ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს“  ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია, ზუგდიდის რაიონშიედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა, ხობში გოდერძი ბუკია, სენაკში ირაკლი ბერაია,მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია, ფოთში კი ირაკლი ხახუბია.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამეგრელოს  უდიდეს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მაქსიმალურად უნდა იქნეს ათვისებული.
„ამის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება არა მარტო სამეგრელოში გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად ვითარებას, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს. ეს იქნება იმ მასშტაბის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და, პირველ რიგში, სამეგრელოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება. „- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას  მთავრობის ახალ, მნიშვნელოვან ინიციატივაზე მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობორეზიდენცია დაეთმობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ.
„ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით დამწყებ ბიზნესს, წავახალისებთ და დავაფინანსებთ ახალ იდეებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მაგალითისთვის პრემიერმა მოსახლეობას ზუგდიდელი, 21 წლის ნემო ჯალაღონიას ისტორია გააცნო, რომელმაც ხის ნაკეთობების დასამზადებლად საჭირო საამქროსთვის სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღო და ახლა საკუთარი, მცირე ბიზნესი აქვს.
ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის შეცვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით,  ახალგაზრდებმა ისეთი პროფესიული განათლება უნდა მიიღონ, რომ   სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა და ისტორიული შერიგების პროცესში მათ როლზე გაამახვილა ყურადღება.
„მე მჯერა, თქვენ, მეგრელები, უდიდეს როლს შეასრულებთ ისტორიული შერიგების პროცესში.  ხელი უნდა გავუწოდოთ  აფხაზ ძმებს და ჩვენკენ შემოვატრიალოთ ისინი. ამ შერიგებით უნდა დაიწყოს საქართველოს გამთლიანება და თქვენ ხართ ამ საქმეში ჩვენი მთავარი დასაყრდენი! რადგან აფხაზეთი აქედან ძალიან ახლოა, მინდა სწორედ სამეგრელოდან მივმართო აფხაზ ძმებს: მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენ   გვინდა შერიგება, გვინდა მშვიდობა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ  სამშვიდობო პოლიტიკის მაგალითი რუხის რეგიონალური მნიშვნელობის საუნივერსიტეტო კლინიკაა.
„ჩვენი  სურვილია, რომ თქვენც ისარგებლოთ ამ ულტრათანამედროვე სტანდარტების კლინიკით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღირსეულად მიგიღებთ. იგივე შემიძლია ვთქვა რუხის სავაჭრო ცენტრზე, – ვისურვებ, რომ ეს ადგილი კიდევ ერთი გადებული ხიდი აღმოჩნდეს ჩვენ შორის“,-ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას  დევნილებსაც მიმართა  და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის ყველაფერს იღონებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 12 ათასზე მეტმა ოჯახმა  უკვე მიიღო მუდმივი საცხოვრებელი  და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ  ცხოვრობს. ამჟამად კი,  ზუგდიდში,   ბინები 2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შენდება.
გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვება უსურვა.
 „დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულად მიიტანენ ჩვენი  პარტიის,  ,,ქართული ოცნების“ სათქმელს  თითოეულ ამომრჩევლამდე,  იქნებიან შეუპოვრები გამარჯვებისთვის ბრძოლაში და  ამით ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“ ,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე სამეგრელოს მოსახლეობას ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.
„არ გადაუხვიოთ იმ პროგრესის გზიდან, რაც ავირჩიეთ 4 წლის წინ და რაც შეუქცევადად მიგვიყვანს საერთო მიზნამდე.ჩვენ გვექნება მდიდარი, მშვიდობიანი და განვითარებული ქვეყანა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოება განიხილეს

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოება განიხილეს

8 years ago
საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ესტონეთში საერთაშორისო კიბერწვრთნაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ესტონეთში საერთაშორისო კიბერწვრთნაში მიიღეს მონაწილეობა

11 years ago
ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის სარაკეტო კომპლექსის მიყიდვაზე აკრძალვა გააუქმა

ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

9 years ago
გორის რაიონში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს

გორის რაიონში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს

3 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by