• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გლობალიზაციაზე „განაწყენებული“ მსოფლიო: განვითარებული ქვეყნების მოქალაქეების 81% თვლის, რომ ცხოვრება უარესდება

10 years ago
in მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გასულ წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა, კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – როგორ ფიქრობთ მსოფლიო უკეთესობისკენ მიდის, თუ  პირიქით? მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში გამოკითხულთა 81% ფიქრობს, რომ ცხოვრება წარსულში ბევრად უკეთესი იყო,ვიდრე ახლა.

გთავაზობთ, გამოკითხვის  შედეგებს.

მუქი ცისფერით ნაჩვენებია იმ ადამიანების რაოდენობა,რომლებიც თვლიან,რომ ცხოვრება უმჯობესდება, შედარებით ღია ცისფერი ფერი ასახავს ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ,რომ არც უმჯობესდება და არც უარესობისკენ მიდის, ხოლო მწვანე ფერით – ის ადამიანები, რომელთა აზრითაც ცხოვრების დონე უარესდება.

მსოფლიო

საინტერესოა, რომ ჩინეთის მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს,რომ  მათი ცხოვრება უმჯობესდება, თუმცა  ავსტრალიისა და საფრანგეთის მოქალაქეების ძალიან მცირე ნაწილი ეთანხმება ჩინელებს. მათი უდიდესი ნაწილი (საფრანგეთი -81, ავსტრალია-70) ფიქრობს, რომ ცხოვრება უარესდება.

სტატისტიკაში ასევე საინტერესოა გამოვყოთ სკანდინავიის ქვეყნების მაჩვენებლები. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მოსახლეობის უმრავლესობაც პესიმისტურად არის განწყობილი.

Weforum -ის ჟურნალისტი არსებულ სტატისტიკას უპირისპირებს სხვა სტატისტიკებსაც და უკვირს ასეთი შედეგი. მაგალითისთვის, განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესი რიცხვებში შემდეგნაირია: იგი 1820 წელს 12%-დან, 2010 წელს 83%-მდე გაუმჯობესდა.

მეორე სტატისტიკით, თუ 1980 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 44% იმყოფებოდა უკიდურესი სიღარიბის ქვეშ, 2012 წლის სტატისტიკით ეს მონაცემები 12%-ითაა შემცირებული.

გრაფიკზე ნაჩვენებია სიღარიბის მაჩვენებლის დაცემის პროცესი წლების მიხედვით ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლეც დღეში $1,25 ნაკლებ ამერიკულ დოლარზეა დამოკიდებული.

მსოფლიო

განვითარების ის ხარისხი, რაც უკვე აღინიშნა დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ვაჭრობაზე, გახსნილობასა და ურთიერთობებზე. თუმცა, გლობალიზაციას, დღესდღეობით, უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე. 

ბევრი თვლის, რომ გლობალიზაციის დადებითი შედეგები ჩვეულებრივ ადამიანებზე ნაკლებად აისახება. მისით სარგებლობენ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გატარებას სწორედ გლობალიზაციის კალთის ქვეშ ახერხებენ.

„გლობალიზაციის ისტორიაში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი დაფიქსირდა. ეს იყო 23 ივნისი, როდესაც ისტორიული რეფერენდუმით ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან.

მსოფლიომ ეს ფაქტი უკვე შეაფასა არა როგორც უარი  – ევროპას, არამედ როგორც უარი – გლობალიზაციის პროცესს. საინტერესოა, გაუძლებს კი ამ გამოცდას გლობალიზაცია?!

თვლიან,რომ არ არსებობს გლობალური მსოფლიო, ხალხი უბრალოდ ცხოვრობს ციხეში,რომლის კარებიც ღიაა, თუმცა ზღურბლს გადააბიჯებ, თუ არა გეტყვიან – „შენი ადგილი უნდა იცოდე“.

ნობელის პრიზიორი და ცნობილი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი წერს, რომ მთავარი მიზეზი, რის  გამოც მსოფლიო ბაზარზე დღეს მოთხოვნა შემცირებულია, არის მზარდი უთანასწორობა. მარტივად, რომ ავხსნათ, საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს და გაქრობის პროცესშია, მდიდრები კი ნაკლებს ხარჯავენ იმათთან შედარებით, ვინც ღარიბია.

 წყარო: weforum.org

მასალაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

ShareTweet

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

ოჯახური ძალადობისას შემაკავებელი ორდერის გაცემა სავალდებულო გახდება

რით არის დაკავშირებული  პანდემია ოჯახში ძალადობის ფაქტების კლებასთან

6 years ago
“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

ლალი მოროშკინა: “მიკვირს, სანდრა რულოვსს არჩევნებიდან რატომ არ ხსნიან”

10 years ago
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

5 სექტემბერს LIBE-ს კომიტეტში საქართველოსა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას უყრიან კენჭს

10 years ago
“ყველა პარტიას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ნებისმიერი ტიპის ძალადობისგან”

“ყველა პარტიას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ნებისმიერი ტიპის ძალადობისგან”

12 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by