თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ფილადელფიაში მსოფლიო ლიდერთა ფორუმს ესწრება. აღნიშნული ფორუმი აშშ–ს დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში იმართება. კონგრესზე 2016 წლის არჩევნებშიდემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანიჰილარი კლინტონი უკვე დასახელდა. ირაკლი ალასანია შეხვდა ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებს, სადაც გაიმართა საუბარი საქართველოსშესახებ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა , რომ საქართველოს ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამერიკასაქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იქნება. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ისეთ ორ მნიშვნელოვანსაკითხზე – ერთი მხრივ ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მეორე მხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე.
,,მქონდა შეხვედრა კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებთან და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს. ყურადღება გავამახვილე ორ საკითხზე, ერთია ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რადგან საქართველოსსჭირდება სტაბილური ეკონომიკა და ინვესტიციები და მეორე – სამხედრო თანამშრომლობა, რათა საქართველო გახდეს უფრო დაცული. რესპუბლიკელები მოვლენ თუ დემოკრატები დიდი იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა საქართველოსთანგაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.













