• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

giorgi kvirikaSvili“არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები, ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა,”–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა „საქართველოს ეკონომიკისგანვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული რეგიონალურ ეკონომიკებში. პრემიერ–მინისტრმა, მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და დანი როდრიკის განვითარების თეორიის მნიშვნელობას შეეხო.

„ოთხი წლის წინ, როდესაც მე დავიკავე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც სჯერა საბაზრო ეკონომიკის და დღესაც ასეა, მე მქონდა ჩემთვის ჩამოყალიბებული საყოველთაოდ მიღებული თეორიები, რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა იმისთვის, რომ უზრუნველგვეყო ეკონომიკის სწრაფი განვითარება. თუმცა, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებისას ვხედავდით გარკვეულ მიმართულებებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სწორ ჩარევას საჭიროებდა, რათა ინდუსტრია ამუშავებულიყო, მთელი მიმართულება სიცოცხლისუნარიანი გაგვეხადა. მე ვთხოვე ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელიც გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შემოერთებოდა ჩვენს გუნდს და შეექმნა ინდუსტრიული განვითარების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროში. როგორც მას, ისევე მეც, გაგვაჩნია ის ცოდნა, რომელიც ორივეს მიღებული გვაქვს კარგ ბიზნესსკოლაში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს, სწორი დახმარების შედეგად, ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას. ნუგზარის ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე მიმართულება და ჩვენ დავდეთ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გეგმები და რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ,“–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ჩამოყალიბდა ოთხ ჩარჩო–მიმართულებაზე: განათლების სისტემის რეფორმირება, ეკონომიკური რეფორმები, სივრცითი მოწყობა, მმართველობის რეფორმა.

„ეს არის უპირველეს ყოვლისა, სწორი რეფორმები განათლების სისტემის მიმართულებით, რათა ჩვენი უმაღლესი განათლება უფრო მეტად იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, რათა ახალგაზრდები ოთხ წელს არ ატარებდნენ იმ პროფესიების სწავლაში, რომელიც შეიძლება, დღეს საქართველოში იმდენად მოთხოვნადი არ იყოს. ასევე, სწორი რეფორმები პროფესიული განათლების მიმართულებით და ჩვენ აქ გავიზიარეთ გერმანიის ორმაგი – დუალური განათლების მოდელი, როდესაც კერძო სექტორის ჩართულობით ვახდენთ ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათ მომზადებას იმ მიმართულებებით, სადაც დღეს დიდი საჭიროება არსებობს.  მეორე უმთავრესი მიმართულებაა ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველო ეკონომიკური ზრდით დიდწილად დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და როდესაც რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ არის, რაც გამოწვეულია, ერთის მხრივ, ნავთობის ფასების კლებით და, მეორეს მხრივ, რეგიონული კონფლიქტებით, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს უკრაინაში კონფლიქტი, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საინვესტიციო რესურსის მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ, გამოვედით მოგების გადასახადის  წლის გაუქმების რეფორმის იდეით. 2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი გაუქმებული იქნება. აქ ჩვენ ვისესხეთ ესტონური მოდელი, როდესაც რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება და მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. ამით, ჩვენ ერთად ორ კურდღელს ვიჭერთ – ერთია შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზება და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც ეკონომიკურად ლიბერალური ქვეყნის პრომოცია საერთაშორისო ასპარეზზე,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება.  პრემიერმა ისაუბრა  სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელზე და ხაზი გაუსვა  ერთიანი ფრონტ–ოფისის შექმნის მნიშვნელობას.

„პარალელურად, ჩვენ ვქმნით ციფრულ სივრცეს, სადაც, ელექტრონული მმართველობის მოდელით, ნებისმიერ იურიდიულ პირს ყველა სერვისი მიეწოდება. ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია, კონცეფცია შემუშავებულია. წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ მის განხორციელებას. მმართველობითი რეფორმის მესამე ბლოკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩართულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ბიზნესსაზოგადოება, ისე არასამთავრობო სექტორი ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით, როდესაც შევქმენით ინვესტორთა საბჭო, ევრობანკის ინიციატივით. იქ ჩვენ გვყავს ყველა საერთაშორისო დონორი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და საბჭოს თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი. საბჭოში განიხილება ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილების ინიციატივა, რათა გამოირიცხოს უარყოფითი სიურპრიზები ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეოთხე მიმართულება – ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს კერძო სექტორის ჩართულობაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რათა სწორი ბალანსით, მიღწეული იქნას ერთის მხრივ ხარისხის ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხოლო, მეორეს მხრივ, შემცირდეს ტვირთი ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე,“–განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მიმასასალმებელი სიტყვით გახსნა პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები: დანი როდრიკი – ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ჩარლზ სეიბელი – ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, რომელებიც წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების საკითხებზე. გაიმართება დისკუსია ბიზნესის, საბანკო და აკადემიურ საზოგადოებასთან.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

10 years ago

…ახლა თქვენ იცითო….

11 years ago
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული  შემთხვევით,  დაწყებულია საკითხის შესწავლა”

აგროდაზღვევის პროგრამა ამოქმედდა

9 years ago

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სპეცტექნიკა გადასცა

8 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by