• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: „ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა, ჩვენგან სასწრაფო შველას ითხოვდა”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ოცნებაახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ ოლქში გიორგი კოპაძე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენზელ მკოიანი, ხოლო ბორჯომსა და ასპინძაში გედევან ფოფხაძე – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ-კულტურული ძეგლების, როგორც განსაკუთრებული საგანძურის მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნებისმნიშვნელობაზე ისაუბრა და  მოსახლეობას განხორციელებული პროექტების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.

„ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა, ჩვენგან სასწრაფო შველას ითხოვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ  „ქართუ“ ფონდის დახმარებით ვარძიის გადარჩენის პროგრამა, უკვე მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული. ასევე დავიწყეთ და დავასრულეთ საფარის მონასტერთან მიმავალი გზა. სამცხე-ჯავახეთში ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები დავიწყეთ, და ეს გაგრძელდება.

გარდა ამ ძეგლებისა, საერთაშორისო მნიშვნელობის ისეთი უნიკალური კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი და აბასთუმანი ზრდის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას და, შესაბამისად, სტუმრებისა და ტურისტების  რაოდენობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებამ ტურიზმი სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა და მსოფლიო ბანკის  მხარდაჭერით   დაიწყო ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შესაძლებლობას იძლევა აღდგეს ქვეყნის ისტორიული ფუნქცია და კვლავ შეასრულოს  ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებლის როლი.

„დღეს, 21-ე საუკუნეში, ახალი აბრეშუმის გზა ისევ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, ვაჭრობა, დავამყაროთ ახალი კავშირები, კულტურული ურთიერთობები და უკეთ  წარმოვაჩინოთ ჩვენი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი.

ამ მხრივ, სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მის პოტენციალს ისიც აძლიერებს, რომ სამცხე-ჯავახეთი სასაზღვრო რეგიონია. და სწორედ ეს მდებარეობა  გვაძლევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე უმსხვილეს პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება  ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე გაამახვილა, რითიც სამცხე-ჯავახეთი თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს.

„გარდა ამისა, ახალქალაქში შენდება საერთაშორისო სადგური. ამ მასშტაბის პროექტები თავისთავად გულისხმობს ბევრ სასიკეთო ცვლილებას. ეს არის მოწესრიგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეგიონის განვითარება, ადგილობრივ მკვიდრთა დასაქმება და, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

საქართველო – თურქეთის საზღვარზე ამოქმედებული კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი და თანმდევი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს საქართველო-სომხეთის მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ეს არის თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი  შემოსავლის წყარო ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„მარტო სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის გადაიარაღდა და გაფართოვდა  52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო. ჩვენ ძირითადად დავაფინანსეთ რძის გადამამუშავებელი, მესაქონლეობის, სასათბურე და შესანახი მეურნეობები. დღეს უკვე ზოგიერთი ეს საწარმო იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს, რომ მათი ნაწარმი არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც გადის და ღირსეულ კონკურენციას უწევს იქაურ პროდუქციას.

სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი – წარმოების ხელშეწყობა, ბიზნესისთვის პირობების შექმნა, მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შემოსავალი ჩვენი  ხალხისთვის.პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები თავისი ცხოვრებით იყვნენ კმაყოფილი, თავისი ოჯახის წინსვლით იყვნენ ბედნიერები“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით  გამოსვლისას მთავრობის მიერ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების  მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე გაამახვილა ყურადღება.

“ადამიანები გავათავისუფლეთ და დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ. დღეს აღარ არის ნაპრალი მთავრობასა და ხალხს შორის. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამხელა განსხავავებაა დღევანდელ საარჩევნო კამპანიასა და ოთხი წლის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას შორის. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიღწეულით თვითკმაყოფილნი. ჩვენ ვიცით რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, ვიცით რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებს შორის, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახმა იგრძნოს საქართველოში შექმნილი კეთილდღეობა.ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ საუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა შევქმენით სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის ქვეყანა და ჩვენ ჩვენი მომავლით უნდა დავამტკიცოთ, უნდა გავამართლოდ ჩვენი წინაპრების დანატოვარი“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბისუფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძის განცხადებით,“ქართულმა ოცნებამ“  4-წლიანიმუშაობის გამოცდილებით, უკვე დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა და შენება შესაძლებელიარეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშე.

„ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზედადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ! და ესყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ,რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაცბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა! ჩვენ კანონით მართულიმთავრობა ვართ – ჰუმანური, პასუხისმგებლიანი გუნდი, რომლის მუშაობის შედეგებიცსაქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უკვე იგრძნო“,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა 2012 წელს ხალხთან ერთადაღებულ სწორ კურსს აუცილებლად გააგრძელებს — მეტი მონდომებით, მეტი ენერგიით, ახალიშესაძლებლობებით!

„ჩვენ, განახლებული „ქართული ოცნება“, პროგრესული ხედვით, პოლიტიკოსთაპროფესიონალური გუნდით,  ახალი ქმედითი ლიდერით , ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ!

ჩვენ თქვენთან ერთად – ჩვენს სომეხ ძმებთან ერთად,   ბერძენ, ოს ძმებთან ერთად, ჩვენს ერთგულხალხთან ერთად, აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სწორედ თქვენ ხართსაქართველო და ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!” – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლას

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლას

8 years ago
თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს

7 years ago
შსს-მ უკანონო მიგრანტთა შესახებ კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ ქვეყნიდან სამი უცხოელი მოქალაქე გააძევა

დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

8 years ago

“თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომელიც “სითი პარკის” კონკურენტი იქნება”

12 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by