• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იუსტიციის სამინისტრო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

iusticiis-saministro1_1საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ბოლო ორი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე, 2007 წლის 26 მარტს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისას, მათ წარადგინეს დაზარალებულთა შესაბამისი სია და დოკუმენტაცია, ხოლო მას შემდეგ საქართველოს ინტერესების დაცვა არ ხდება, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

აღნიშნული სიცრუის პასუხად, 6 აგვისტოს იუსტიციის სამინიტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა გააკეთა საპასუხო, არგუმენტირებული განცხადება.

მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დეზინფორმაციას, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავაზე და ადასტურებს დეპორტაციის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

ამგვარი ქმედებების აღსაკვეთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ქვემომოყვანილ ინფორმაციას საქმეში არსებულ შესაბამის მასალებთან დაკავშირებით.

2008 წლის 6 ივნისის წერილით, სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი პალატის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავალებს, რომ 2008 წლის 11 ივლისამდე წარადგინოს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ დაზარალებულის შესახებ, რომელთა შესახებაც თავდაპირველ საჩივარსა და დამატებით მოსაზრებებში უთითებდა ქართული მხარე (იხ. 2008 წლის 6 ივნისის წერილი).

შესაბამისად, ნათელია, რომ თავდაპირველი საჩივრის წარდგენიდან თითქმის 15 თვის მანძილზე(2007 წლის 26 მარტი – 2008 წლის 6 ივნისი), წინა ხელისუფლებას დაზარალებულთა სრული სია სტრასბურგის სასამართლოსთვის არ წარუდგენია და ამ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მას დამატებითი ვადა მიეცა.

პალატის თავმჯდომარის ინსტრუქციის პასუხად, 2008 წლის 11 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს აწვდის სხვადასხვა მასალას და „რუსეთის ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა სიას“. მთავრობის თქმით, ეს სია მოიცავს გამოძევებულ პირთა პირად მონაცემებს და ქალაქების სახელებს, სადაც მათ მიმართ დარღვევები იქნა ჩადენილი (იხ. 2008 წლის 11 ივლისის წერილი).

2008 წლის 11 ივლისის ამ წერილისა და დანართების მიღებას სტრასბურგის სასამართლო იუსტიციის სამინისტროს უდასტურებს 2008 წლის 21 ივლისს შემდეგი ტექსტით:

„გვაქვს პატივი დაგიდასტუროთ 2008 წლის 11 ივლისის წერილისა მიღება ფაქსით და ასევე შემდეგი დოკუმენტების მიღება ელექტრონულად: ….; ….; დაზარალებულთა საიდენტიფიკაციო 118 დოკუმენტი (პასპორტები, დაბადების მოწმობები და ფოტოები)“ (იხ. 2008 წლის 21 ივლისის წერილი).

შესაბამისად, ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია გადაეგზავნა და მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც აცხადებდა, რომ ევროპულ სასამართლოში 4600 დაზარალებულის უფლებების დასაცავად იბრძოდა, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ 118-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის მონაცემი შეეგროვებინა და გადაეცა ევროპული სასამართლოსთვის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქვეყნისათვის დამაზიანებელი ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, და მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მოვლენებიდან არაერთი წელი იყო გასული, ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, რათა მიუხედავად ნაკლოვანი სიისა, დავა არა მხოლოდ 118 დაზარალებულის ნაწილში ყოფილიყო მოგებული, არამედ სრულად ყოფილიყო საქართველოს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებული. 2014 წლის 3 ივლისს, დავა არსებითად მოგებით დასრულდა ყველა, 4600 დაზარალებულის ნაწილში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, პარაგრაფი 135).

ამის შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობა ისევ გაგრძელდა, ვინაიდან საქმის არსებითად დასრულების შემდეგ ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურა დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. ამ პროცედურის ფარგლებში კი თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალურმონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ევროპული სასამართლო მათ დაიცავდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებისგან. 2016 წლის 1 აპრილს, ეს შედეგები და სახელობითი სიები მიწოდებულ იქნა ევროპული სასამართლოსთვის, რომელსაც ეცნობა, რომ დაზარალებულებთან მუშაობა კვლავ მიმდინარეობდა (იხ. 2016 წლის 1 აპრილის წერილი).

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასეულობით დაზარალებულის დოკუმენტაციაზე ამჟამადაც მუშობს, რისთვისაც საქართველოს მთავრობას ვადა 2016 წლის სექტემბრამდე აქვს.

აყენებს რა საზოგადოებას საქმის კურსში ზემოხსენებული პროცედურული დეტალების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველას, რომ საქმე ეხება ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავას და მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობას, სასწრაფოდ შეწყვიტოს ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა ცრუ განცხადებებისა და მცდარი ინფორმაციების განზრახ გავრცელების გზით.”

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასჯელი მკაცრდება

8 years ago

შსს-მ ავტომობილების გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავა

10 years ago

დავით ნარმანია კოსტავას ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო

10 years ago
,,ფაიზერმა” აშშ-ის სურსათისა  და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო

,,ფაიზერმა” აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო

5 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by