“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს, სამი მოსამართლისუკანასკნელ განცხადებას ეხმაურება. „უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგი პაპუაშვილისგან, პასუხს იმკითხვებზე რა კითხვებიც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი გასცა სამმა მოსამართლემ, მათ ბოლოგანცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილი ქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომმოსამართლეები საწრაფად გაცნობოდნენ საქმეს, ამაზე ალბათ კომენტარიც ზედმეტია და დამეთანხმებით რომ ეს არის თავის მართლებისყველაზე ცუდი ვერსია. მდინარაძის თქმით
„ჩვენს მიერ მოძიებული იქნა პრეცედენტები ევროპის და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების დანორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაკტიკულად არ არსებობს. ყველაფერი ეს, უპასუხობა ამ კითხვებზე, ბადებსძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე რომ “ნაც.მოძრაობამ” დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითადერქვა როგორც ჩანს საკონცტიტუციო გადატრიალება თუ რეოლუცია და ბოლოდროინდელი განცხადებები დაპოზიციები მიანიშნებენიმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და აქედან გამომდინარე, ყველაზე მწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს,რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას აინტერესებს პასუხი და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება”. აცხადებს „ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე