ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ახალი მფლობელი შესაძლოა ბიზნესმენი ლევან ვასაძე გახდეს. აღნიშნული ვერსია დღეს, დილიდან, ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მეცხრე არხმა” რამდენიმე დღის წინ, 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შეწყვიტა მაუწყებლობა.
“მეცხრე არხისა” და “ინფო 9”-ის აქციონერობის მსურველები დღეს შეიკრიბებიან.
როგორც ”ფეისბუქში” გახსნილ მოწვევაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მიწვეულია ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს გახდეს „მე-9 არხის“ და „ინფო 9-ის“ აქციონერი და ამით მონაწილეობა მიიღოს ამ არხების გადარჩენისა და მათი საზოგადოებისათვის გადაცემის პროცესში.
23.08.13