• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: “საქართველოს მიდგომა, მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სგიორგი კვიეიკაშვილიაქართველოს მიდგომა, მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას  ყველა დონეზე და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს, – ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ისაუბრა.

მაღალი რანგის შეხვედრას, რომელიც გაეროში პირველად, საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მხარი დაუჭირეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ, ბელგიამ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარება, ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით მიაღწია.

“ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო მე-16 მიზნის განხორციელება, რომლის მიზანიცაა „ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის“ პრიორიტიზაცია, რაც ჩვენი მხრიდან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ გამიზნული ძალისხმევის არსებითი ნაწილია. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ სფეროში ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამას, რომლის მხარდაჭერა და დახმარებაც ფასდაუდებელია ჩვენი საქმიანობისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაქვს ჩვენი წარმატებული ისტორიების წარდგენის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, საქართველოს გამოცდილება სასარგებლო გაკვეთილი შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც განვითარების გზაზე იმავე მიზნებისთვის იღვწიან””, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ბიზნესსახლის პროექტს, რომელსაც საფუძველი ცოტა ხნის წინ ჩაეყარა და რომელიც ბიზნესისთვის, 600-ზე მეტი სერვისის ერთ ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში მიწოდებას გულისხმობს.
“ჩვენს თავს დავუსვით კითხვები –  რა როლის შესრულება შეუძლია ელექტრონულ მმართველობას საქართველოს ბიზნესსექტორისთვის? რამდენად მარტივად ხელმისაწვდომია ბიზნესმენებისთვის ჩვენი მომსახურება? რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას ბიზნესსექტორის საქმიანობის ხელშეწყობა? როგორ აისახება ეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე? ჩვენი პასუხების საფუძველზე კი დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით ბიზნესსახლი. ბიზნესსახლი არის რევოლუციური მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპს და უზრუნველყოფს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდებას ერთ სივრცეში და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ამ პლატფორმის საშუალებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 600-ზე მეტი მომსახურების ტიპის მიწოდებას და თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია ერთიან ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პროგრესული და თანამედროვე მთავრობის მთავარი ბენეფიციარები უნდა იყვნენ ქვეყნის მოქალაქეები და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებსაც საფუძვლად დაედო იდეა, რომ ტექნოლოგიების მიზანი უნდა იყოს ბიუროკრატიის შემცირება და მოქალაქეთა ცხოვრების გამარტივება.

“დღეს, ელექტრონული მმართველობის მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ
•       მოქალაქეები/ბიზნესები მთავრობას აწვდიან ინფორმაციას ერთჯერადად – მომხმარებლის შესახებ მთელი ინფორმაცია გაზიარებული იქნება ყველა სახელისუფლებლო ორგანოსთან, შიდა გზებით, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მეშვეობით;
•       ყველა მომსახურება იმთავითვე შეიქმნება და მიწოდებული იქნება ციფრულ ფორმატში;
•       სამთავრობო მომსახურების ყველა ტიპი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებელთათვის ერთიანი ფრონტოფისის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი იქნება 19 სამინისტრო და 50 სააგენტო;
•       ყველა მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი ყველგან, ყველა რეგიონულ სამთავრობო ოფისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სპეციალური ინიციატივების შესახებ, რომლებიც მთავრობამ, მდგრადი განვითარების  მე-16 მიზნით გათვალისწინებული ინკლუზიურობისა და მოდერნიზაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებისთვის, საქართველოს ქალაქებისთვის, პატარა დასახლებებისა და სოფლებისთვის შეიმუშავა – ეს არის საზოგადოებრივი ცენტრები.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებში,  ერთ სივრცეში მომსახურების სწრაფი, ეფექტიანი და კომფორტული მიწოდება უზრუნველყოფილია იუსტიციის სახლების მეშვეობით, სადაც  მომხმარებლებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში სწრაფად და მარტივად მიეწოდებათ 300-ზე მეტი ტიპის მომსახურება, რაც ექსკლუზიურად მთავრობის კომპეტენციაა.
საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრები კი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში.
“საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადგილზევე ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების დიდი ნაწილი და ინფორმაცია – ისინი შორ მანძილზე, მუნიციპალურ ცენტრსა თუ დედაქალაქში მგზავრობის გარეშე შეძლებენ საჯარო მომსახურების 200-ზე მეტი ტიპით სარგებლობას. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამით მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვა: საზოგადოებრივი ცენტრები თავს უყრის თანამედროვე ტექნოლოგიებს, საჯარო და კერძო სექტორების მომსახურებას, ბიბლიოთეკებს, უფასო ინტერნეტსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკას, ასევე ერთ სივრცეში მოქალაქეთა ჩართულობის ადგილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეაგირება მოვახდინოთ ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მომსახურების გაუმჯობესება. ელექტრონული მმართველობის დანერგვის კომპონენტი გულისხმობს  საქართველოს სოფლებისა და ცენტრებიდან დაშორებული რაიონების სათანადო ჩართვას საჯარო მომსახურების ციფრულ რეჟიმში გადასვლის პროცესში, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუნიციპალური მენეჯმენტის სისტემა მოიცავს ათ ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, რომლებსაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლება. ამ სისტემის განხორციელების შედეგად, გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი. ასე რომ, საზოგადოებრივმა ცენტრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის საინფორმაციო ნაკადის სისწრაფის გაუმჯობესებასა და მათ შორის ურთიერთობის ახლებურად ჩამოყალიბებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ელექტრონული მმართველობის ორი მაგალითი დაასახელა – ელექტრონულად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ელექტრონული სამთავრობო კომისია.

პრემიერი სთქმით, ხელისუფლების სურვილია, საქართველოს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად თავისუფალი წვდომა ჰქოდეთ საჯარო ინფორმაციაზე, რისთვისაც დაინერგა  ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურება, ე.წ. მოქალაქეთა პორტალი.

“ის საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას, მთავრობასთან ურთიერთობა აწარმოოს ელექტრონულად. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის განაცხადით 60 საჯარო დაწესებულებას მიმართონ, ინფორმაცია მოიპოვონ განაცხადის სტატუსთან დაკავშირებით და ელექტრონულადვე მიიღონ პასუხი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ელექტრონული მმართველობის კომისია კი, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას და კოორდინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით; მოახდენს ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამოაყალიბებს მონაცემთა გაცვლის სისტემას საინფორმაციო რესურსზე წვდომის უზრუნველსაყოფად.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ელექტრონული მმართველობისა და ეფექტიანი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზით განხორციელებული ინოვაციები უფრო დააახლოებს მთავრობას, კერძო სექტორსა და მოქალაქეს, შედეგად, კი უკეთესი და მეტი ბერკეტი იარსებებს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

“ეს არის ძირითადი გზავნილი, რომელიც დღეს გვსურს გავაჟღეროთ, რადგან სახელმწიფო განვითარების მიზნები არ არის იოლი. ეს განსაკუთრებით მე-16 მიზანს ეხება. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის შეუსრულებელი. ჩემი აზრით, მკაფიო გეგმის არსებობაა საჭირო. ეს უნდა იყოს ეროვნული კონცეფცია, რომელიც გამჭვირვალე სამთავრობო უწყებების მიერ იქნება შემუშავებული სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად. ეს გახლავთ საქართველოს მიერ შერჩეული მიდგომა, რაც მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას  ყველა დონეზე. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასაც დაუთმო.

“საქართველოს ეროვნული კონცეფცია იანვარში იქნა მიღებული არსებული მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის შემდგომ მოდერნიზაციას. ძირითადი აქცენტი კეთდება ღია მმართველობისა და საჯარო მომსახურების მოდერნიზაციაზე ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, ეფექტიანობის გაზრდის, მომატებული გამჭვირვალობის, საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. ჩემ მიერ აქ წარმოდგენილი ყველა პროექტი ამ კონტექსტში ერთიანდება. მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებს, რადგან მჯერა, რომ ბევრ სარგებელს მივიღებთ დონორი სააგენტოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების გაერთიანებით. სამხრეთის მიმართულებით თანამშრომლობა ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. საქართველოს შეუძლია და უკვე ეხმარება კიდეც საკუთარი ექსპერტული ცოდნითა და საკადრო რესურსით სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებს. თავის დროზე, ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროში, საქართველომაც ისარგებლა ესტონეთის დახმარებითა და მხარდაჭერით”, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა, მე-16 მიზნის შესასრულებლად განსაზღვრული ძალისხმევის კოორდინაციის ფორმატში კონსტრუქციული მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა, რაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს თავმჯომარეობის პერიოდში იქნება შესაძლებელი და 2017 წლიდან დაიწყება.

“2030 წლამდე გაწერილი პროგრამა ეფუძნება ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითად პრინციპებს და მისი ორიენტირები ღია მმართველობის პარტნიორობასთან თავსებადია. ამდენად, ეს პარტნიორობა ყველაზე მოქნილი და ინოვაციური პლატფორმაა ამ მიზნების მისაღწევად. დასკვნის სახით დღევანდელი ტრიბუნიდან მინდა გითხრათ საქართველოს მთავარი სათქმელი – იმისთვის, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ მიზნებს, შევქმნათ ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო და კოორდინირებული ძალისხმევა, თუმცა ამ იდეის გამტარებელი და ავტორი ეროვნული ხელისუფლება უნდა იყოს. კეთების პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. სწორედ ამიტომ გახლავთ დღევანდელი ღონისძიების მსგავსი შეკრებები მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმა და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისმონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა. ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატების ისტორიები, ასევე, განიხილეს გამოწვევები ელექტრონული მმართველობისა და მარტივად ხელმისაწვდომი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზაზე, რაც, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„დასავლეთის პროვოკაციების“ შემთხვევაში ბელარუსი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება

„დასავლეთის პროვოკაციების“ შემთხვევაში ბელარუსი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება

4 years ago
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღები დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღები დააჯარიმა

12 years ago
საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ქრისტიანებისა და მუსლიმების რელიგიური უფლებების დაცვის საკითები იქნა განხილული

საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ქრისტიანებისა და მუსლიმების რელიგიური უფლებების დაცვის საკითები იქნა განხილული

11 years ago
თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა

თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა

7 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by