• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaსოფელ ველისციხეში საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელს ზურაბ ჩხეიძეს საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებისთვის.

“საქართველო, მოგეხსენებათ, ცნობილია, როგორც მეღვინეობის აკვანი და ნამდვილად საამაყოა, რომ კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), ზურა ჩხაიძის მეთაურობით, აკეთებს ასეთ მამულიშვილურ პროექტებს. ეს მართლაც მამულიშვილური პროექტია, როცა გადახედავ ამ მიდამოს და დაინახავ ტრადიციებით მოწყობილ ღვინის ქარხანას და დღეს უკვე გაიხსნა ახალი სპირტის სახდელი საწარმო, რომელიც იმუშავებს, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას დოვლათი და აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ეს კიდევ ბევრ მევენახეს მისცემს სტიმულს, რომ გააშენოს ვენახი, მოიყვანოს თანამედროვე სტანდარტებით, მაღალი ხარისხის ყურძენი და შემდეგ რეალიზება მოახდინოს,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, დაიწყო სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელება, რამაც სასიკეთო შედეგი უკვე გამოიღო.

“დღეს ქართველი კაცი მობრუნდა სოფლისკენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც დაბრუნდა სოფლად და სხვადასხვა სახის საწარმოებს ხსნიან. ეს არის მეღვინეობის, მეცხოველეობის მიმართულებით გადამამუშავებელი წარმოებები და ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად, რადგან ამ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. აქ აღინიშნა ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ნამდვილად დიდი კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპასთან მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რომლის ნაწილიც არის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. იზრდება ექსპორტი ევროპის მიმართულებით, რუსეთის ბაზარი გაიხსნა, რაც სასიხარულოა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო თანდათან ხდება საექსპორტო ქვეყანა.

“საქართველო ხდება ნამდვილად საექსპორტო ქვეყანა, არა მარტო ღვინის, არამედ ცნობადობასთან ერთად, დაერთვება სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რითიც ჩვენ უნდა ვიამაყოთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს და მათი სახით საბანკო სექტორს, რომლებმაც აიტაცა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ალღო აუღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

KTW-ს ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით აღჭურვილ ქარხანას, 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია.  ახალი წარმოებისთვის 7 მილიონი ლარის ინვესტიცია,  საქართველოს ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელდა.

“კახური ტრადიციული მეღვინეობა“  ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. “KTW ჯგუფის“  პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

Share1Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

თურქეთი ეგვიპტეში სირიის სცენარის განვითარების საფრთხეს ხედავს

13 years ago
გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა

გიორგი ალიბეგაშვილი: მე-5 მოწვევის საკრებულო „სანოტარო კანტორა“ არ ყოფილა

9 years ago
საქართველოში გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა

8 years ago
20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი

20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი

11 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by